დენის დავიდოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
დაიბადა ოფიცრის ოჯახში. [[1801]] წელს შევიდა სამხედრო სამსახურში. [[1806]]-[[1812]] წლებში იყო გენერალ [[პეტრე ბაგრატიონი]]ს [[ადიუტანტი]] და მასთან მონაწილეობდა ომებში [[მეოთხე კოალიციის ომი|საფრანგეთთან (1806-1807)]], [[რუსეთ-შვედეთის ომი (1808-1809)|შვედეთთან (1808-1809)]] და [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812)|ოსმალეთთან (1806-1812)]]. 1812 წელს რუსეთში [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონის]] [[საფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)|არმიის შეჭრის]] შემდეგ ბაგრატიონის მხარდაჭერით დავიდოვმა შექმნა [[ჰუსარები|ჰუსართა]] და [[კაზაკები|კაზაკთა]] პარტიზანული რაზმები და აქტიურად მოქმედებდა ფრანგების ზურგში. [[მეექვსე კოალიციის ომი|ევროპაში კამპანიის (1813-1814)]] დროს მეთაურობდა ჰუსართა პოლკს, თავი გამოიჩინა [[ლაიფციგის ბრძოლა|ლაიფციგის ბრძოლაში]] ([[1813]]) და მიიღო გენერალ-მაიორის წოდება ([[1814]]). შემდგომი წლები ძირითადად ლიტერატურულ მოღვაწეობას დაუთმო. მეგობრობდა [[დეკაბრისტთა აჯანყება|დეკაბრისტებთან]]. [[1826]]-[[1827]] წლებში სამხედრო სამსახურში იყო [[კავკასია]]ში, მონაწილეობდა სპარსეთთან ომში. [[1830]]-[[1831]] წლებში იბრძოდა [[პოლონეთის აჯანყება (1830-1831)|პოლონელი აჯანყებულების]] წინააღმდეგ. [[1832]] წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა.
 
ავტორია სამხედრო-ისტორიული და პარტიზანული მოქმედებების შესახებ თეორიული ნაშრომებისა (მ.შ. „პარტიზანული მოქმედების თეორიის გამოცდილება“, 1821). შექმნა ე. წ. „ჰუსარული ლირიკა“. აქვს მოგონებები [[ალექსანდრე სუვოროვი|ალექსანდრე სუვოროვზე]], [[მიხეილ კუტუზოვი|მიხეილ კუტუზოვზე]], პეტრე ბაგრატიონზე და სხვა თანამედროვე მოღვაწეებზე. საქართველოში ჩამოსვლის შთაბეჭდილებანი აღწერა ნაწარმოებში „მოგონება 1826 წელზე“ და ლექსი „ნახევრად სალდათი“.
 
==ლიტერატურა==

სანავიგაციო მენიუ