ჰუსარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უნგრელი ჰუსარი (გრავიურა, 1578)

ჰუსარები (უნგრ. Huszár) — კავალერიის გვარეობა, შეიარაღებული იყვნენ ხმლით, კარაბინითა და დამბაჩებით.

სახელწოდება ჰუსარი პირველად გაჩნდა უნგრეთში. დაერქვა აზნაურთა ლაშქრის განსაკუთრებულ რაზმებს. XVI–XVII საუკუნეებში პოლონეთში მძიმე კავალერიის სახელწოდებაა. XVII-XVIII საუკუნეებში საფრანგეთში, ავსტრიასა და პრუსიაში შეიქმნა ჰუსარების რეგულარული პოლკები, მათ როგორც მსუბუქ ცხენოსან ჯარს, მტრის ზურგში და ფალანგებზე მოქმედებისათვის, დაზვერვისა და დევნისათვის იყენებდნენ. XVII საუკუნეში რუსეთში უცხოელთაგან იქმნებოდა ჰუსართა ფორმირების ცალკე დანაყოფები, ხოლო XVIII საუკუნეში კი რეგულარული რაზმები. რუსეთის არმიაში 1825 წელს იყო ჰუსართა 14 რეგულარული პოლკი, 1917 წელს ჰუსართა 2 გვარდიისა და 18 საარმიო პოლკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]