ლეზგები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ 2A00:1FA1:2AD:CCB2:780:5657:418:2E57-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 95.104.37.222-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
დერბენდი აზერბაიჯანი არ არის. |
||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
მორწმუნე ლეზგები მუსლიმან-სუნიტები არიან. |
მორწმუნე ლეზგები მუსლიმან-სუნიტები არიან. |
||
ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ანტიკურ წყაროებში იხსენიება აღმოსავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი ''ლეგი''. IX—X საუკუნეებში არაბულ წყაროებში დაცულია ცნობა ლაკზების სამეფოს შესახებ. XIX საუკუნემდე ლეზგები უმთავრესად დამოუკიდებელი სასოფლო თემების (ე. წ. „თავისუფალი თემები“) მცირე გაერთიანებებში, ნაწილი კი |
ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ანტიკურ წყაროებში იხსენიება აღმოსავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი ''ლეგი''. IX—X საუკუნეებში არაბულ წყაროებში დაცულია ცნობა ლაკზების სამეფოს შესახებ. XIX საუკუნემდე ლეზგები უმთავრესად დამოუკიდებელი სასოფლო თემების (ე. წ. „თავისუფალი თემები“) მცირე გაერთიანებებში, ნაწილი კი [[ყუბის სახანო|ყუბის]], [[დერბენდის სახანო|დერბენდის]] და სხვა სახანოებში ფეოდალურ წარმონაქმნებში იყვნენ გაერთიანებული. ლეზგების ძირითად საქმიანობაა [[მიწათმოქმედება]], [[მებაღეობა]] და [[მეცხოველეობა]]. ნაწილი დასაქმებულია მრეწველობაში. |
||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
19:41, 29 მარტი 2020-ის ვერსია
ლეზგები (საკუთარი სახელწოდება лезгияр ლეზგიარ) — უმთავრესად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა 600 ათასი კაცი, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში 412 ათასი (2002)[1], აზერბაიჯანში 178 ათასი (1999)[2]. ლაპარაკობენ ლეზგიურ, აგრეთვე რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
მორწმუნე ლეზგები მუსლიმან-სუნიტები არიან.
ლეზგები დაღესტნის ერთ-ერთი მკვიდრი ხალხია. ანტიკურ წყაროებში იხსენიება აღმოსავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხი ლეგი. IX—X საუკუნეებში არაბულ წყაროებში დაცულია ცნობა ლაკზების სამეფოს შესახებ. XIX საუკუნემდე ლეზგები უმთავრესად დამოუკიდებელი სასოფლო თემების (ე. წ. „თავისუფალი თემები“) მცირე გაერთიანებებში, ნაწილი კი ყუბის, დერბენდის და სხვა სახანოებში ფეოდალურ წარმონაქმნებში იყვნენ გაერთიანებული. ლეზგების ძირითად საქმიანობაა მიწათმოქმედება, მებაღეობა და მეცხოველეობა. ნაწილი დასაქმებულია მრეწველობაში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VI, თბ., 1983. — გვ. 161.