ბაზიდიუმიანი სოკოები: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
→‎top: clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB
(→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link FA|mk}} using AWB)
(→‎top: clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB)
| ncbi =
}}
'''ბაზიდიუმიანი სოკოები''', ''ბაზიდიომიცეტები'' (Basídiomycetes) ([[ბერძნ.]] basidion „ფუძე, ძირი“ და mykēs „სოკო“) — უმაღლესი [[სოკოები]]ს კლასი, რომელთა გამრავლების ორგანოა [[ბაზიდიუმი]]. ტიპობრივ მომწიფებულ ბაზიდიუმს 4 ერთუჯრედიანი სპორა (ბაზიდიოსპორა) აქვს, რომლებიც განსაკუთრებულ გამონაზარდებზე — სტერიგმებზე სხედან. გაღივების დროს თითოეული ბაზიდიოსპორა იძლევა პირველად [[ჰაპლოიდი|ჰაპლოიდურ]] მიცელიუმს, რომელიც ჩვეულებრივ მალე იცვლება [[დიპლოიდი|დიპლოიდურით]], რასაც ბაზიდიუმიანი სოკოების უმრავლესობაში წინ უძღვის ერთი და იმავე ან სხვადასხვა ([[ჰეტეროთალიზმი]]) მიცელიუმის უჯრედების შერწყმა. მიცელიუმზე ვითარდება ნაყოფსხეულები. შემდეგ მიმდინარეობს [[მეიოზი]], რაც უმეტესად 4 ბირთვის წარმოქმნით მთავრდება. თითოეული ბირთვი ამ დროისათვისდროისთვის უკვე ჩამოყალიბებულ ბაზიდიოსპორებში გადადის.
 
ბაზიდიუმიანი სოკოების კლასი 15 ათასზე მეტ სახეობას შეიცავს. მრავალი მათგანი იჭმება ([[ბებერასოკო]], [[დათვისსოკო]], [[არყა]]სოკო და სხვები), ზოგი შხამიანია ([[შხამასოკო]], [[თეთრი შხამასოკო]] და სხვა); ზოგიერთი იწვევს მერქნის ლპობას, ზოგიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ნაყოფსხეულებისა და სასპორე სხეულების მიხედვით ბაზიდიუმიანი სოკოები ორ ქვეკლასად იყოფა: ჰოლობაზიდიომიცეტებად (Holobasidiomycetes) და ფრაგმობაზიდიომიცეტებად (Phragmobasidiomvcetes).

სანავიგაციო მენიუ