არყა
| არყა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Lactarius piperatus | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Lactifluus piperatus (L.) Roussel (1806) | |||||||||||||||
| სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
არყა (ლათ. Lactifluus piperatus; სინონიმი Lactarius piperatus) — სოკოს სახეობა ლაქტიფლუუსის გვარისა. ქუდი 5-20 სმ დიამეტრისაა, ნაყოფსხეული — კრემისფერ-თეთრი, მომწიფებისას ძაბრისებრი, ქვედა მხარეზე ვიწრო, მჭიდროდ განლაგებული ფირფიტებით. რბილობი ძალიან მწარე და ცხარეა, რის გამოც „სოკო-პიმპილასაც“ უწოდებენ. გადატეხისას გამოყოფს თეთრ რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე მოყვითალო-მომწვანო ხდება.
ფართოდ არის გავრცელებული ევროპასა და აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ავსტრალიაში ის შემთხვევით იქნა შეტანილი. როგორც მიკორიზული სოკო, იგი სიმბიოზურ კავშირს ამყარებს სხვადასხვა სახეობის წიწვოვან და ფოთლოვან ხეებთან, მათ შორის წიფელსა და თხილთან. გვხვდება ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება როგორც ახალი, ისე დამწნილებულიც. მიუხედავად იმისა, რომ არყა საკვებად ვარგის სოკოდ მიიჩნევა, არსებობს ცნობები, რომ იგი შეიცავს ტოქსინებს, თუმცა გამხმარი სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სანელებელი.
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ თავისი ნაშრომის — „Species Plantarum“-ის მეორე ტომში (1753), როგორც Agaricus piperatus.[1] სახეობის ეპითეტი მომდინარეობს ლათინური ზედსართავი სახელიდან piperatus, რაც ნიშნავს „პილპილიანს“ (ცხარეს).[2] 1797 წელს კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა იგი ლაქტარიუსის (რძიანა სოკოები) გვარში გადაიტანა.[3]
Lactifluus piperatus (არყა) თავდაპირველად იყო ლაქტარიუსის გვარის ტიპური სახეობა. თუმცა, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ლაქტარიუსი სინამდვილეში ერთზე მეტ გვარს წარმოადგენდა,[4] ამ გვარის ტიპურ სახეობად Lactarius torminosus (ნაბადასოკო) იქნა დამკვიდრებული.[5][6][7] შესაბამისად, L. piperatus ახლა არის ლაქტიფლუუსის გვარის ტიპური სახეობა, რომელიც გამოეყო ლაქტარიუსს და ძირითადად მოიცავს ტროპიკულ რძიანა სოკოებს, თუმცა ასევე ჩრდილოეთ ზომიერი სარტყლის ზოგიერთ სახეობასაც.[8] ფილოგენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ L. glaucescens, რომელიც ხშირად მხოლოდ L. piperatus-ის ნაირსახეობად მიიჩნეოდა, ევროპაში დამოუკიდებელი სახეობაა.[9] გარდა ამისა, გამოვლინდა მინიმუმ ათი გენეტიკური ხაზი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის პოპულაციები, შესაძლოა, სინამდვილეში დამოუკიდებელი სახეობები იყოს.[9]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 6–17 სმ[10], ამობურცული და ცენტრში ჩაზნექილი, კრემისფერ-თეთრი (ასაკთან ერთად იღებს მოყვითალო-მოყავისფრო ელფერს)[11], ზოგჯერ მურა ლაქებით.[12] გლუვია, თუმცა არა პრიალა; მშრალ ადგილებში ზოგჯერ იბზარება.[13]
ფეხი — 2–8 სმ სიგრძის და 1–3 სმ სისქის,[11] უმეტეს შემთხვევაში, ქუდთან შედარებით მოკლეა, ცილინდრული და ხშირად ძირისკენ შევიწროებული.[14] ზედაპირი გლუვია,[15] ზოგჯერ ოდნავ დანაოჭებული, თავდაპირველად სავსეა, ხოლო შემდეგ — ფუყე. თეთრი ფერისაა, თუმცა დროთა განმავლობაში ხშირად იღებს მკრთალ მომწვანო ან მოწითალო ელფერს.
სოკოს რბილობი — თეთრი, სქელი, მკვრივი. გადატეხისას გამოყოფს ბლანტ, მეტად ცხარე რძისმაგვარ მოთეთრო სითხეს,[15] რომელიც ერთი ან ორი საათის შემდეგ მოყვითალო-მომწვანო ფერს იღებს.[10]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ხშირი, თხელი, ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი, მოთეთრო-მოყვითალო ან ღია კრემისფერი, მოგვიანებით — მოყავსიფრო.[14][15]
სპორების მტვერი — თეთრი; სპორები — წაგრძელებული, ელიფსისებრი ან ამილოიდურია,[11] რომელიც დაფარულია ხორკლებით.[14][15] სპორების ზომა — 4.5–9.5 x 5–8 მკმ.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკოს გავრცელების არეალი მოცავს ევროპას,[14] თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შავი ზღვისპირეთს[16] და აღმოსავლეთ და ცენტრალურ ჩრდილოეთ ამერიკას (მინესოტის აღმოსავლეთით).[11] იგი შემთხვევით იქნა შეტანილი ავსტრალაზიაში, სადაც გვხვდება როგორც შემოტანილი, ისე ადგილობრივი ხეების ქვეშ.[17][18]
არყა იზრდება როგორც წიწვოვან ისე, ფოთლოვან ტყეებში ნიადაგზე, განსაკუთრებით წიფლის ქვეშ, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად,[19] ზაფხულიდან შემოდგომამდე, ზოგჯერ ზამთრის დასაწყისამდე.[14][13] ზოგჯერ იგი იზრდება ღვინიოსთან ერთად.[13] საკმაოდ გავრცელებული სოკოა, თუმცა არა ისეთი ხშირი, როგორც მსგავსი სახეობა — სავარცხელა.[14]
ძველად საქართველოში, კერძოდ სვანეთში ზამთრის თოვლიანობას სწორედ არყას მოსავლიანობით საზღვრავდნენ — რაც უფრო ბევრი იყო სოკო, მით უფრო დიდ თოვლს ელოდნენ.[10]
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავარცხელა არყასთან შედარებით უფრო დიდია, აქვს სქელი ფეხი და შედარებით მეჩხერი ფირფიტები,[20] თუმცა სიმაღლეში უფრო დაბალია.[14] ცხენისკბილა ფერითა და ფორმით მსგავსია, თუმცა მას აქვს ფეხზე მიზრდილ, მომწვანო-მოლურჯო ელფერის მქონე ფირფიტები და არ ახასიათებს რძისმაგვარი სითხე.[13] Lactifluus deceptivus ასევე მსგავსია, მაგრამ მისგან განსხვავდება შედარებით მეჩხერი ფირფიტებით, ქუდის უფრო მკვრივი კიდითა და ნაკლებად ცხარე სითხით.[21] არყასთან ყველაზე ახლოს დგას Lactarius glaucescens, რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია რძისმაგვარი სითხე, რომელიც გაშრობისას მომწვანო ფერს იღებს.[22]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ არყა საკვებად ვარგის სოკოდ მიიჩნევა,[14][23][15] არსებობს ცნობები, რომ იგი შეიცავს ტოქსინებს.[17][24] ნედლი სახით მისი მონელება რთულია, თუმცა გამხმარი სახით იყენებენ როგორც სანელებელს. ზოგჯერ მას მოიხმარენ წამოდუღების შემდეგ, თუმცა ის მაინც ინარჩუნებს თავის სპეციფიკურ, არასასიამოვნო გემოს.[14] ზოგიერთი ავტორი უპირატესობას კარაქში ბეკონთან და ხახვთან ერთად შეწვას,[20] დაწნილებას[25] ან ღვეზელების შიგთავსად გამოყენებას ანიჭებს.[13] დასამწნილების შემთხვევაში საჭიროა მისი წინასწარ გათუთქვა ან წყალში დალბობა.[26]
მასში არსებული სითხე ძალიან ცხარეა და მწარეა გემოზე,[14] რომელიც დუღილისას ქრება.[15] არყა წარსულში მეტად ფასობდა რუსეთში,[27] როდესაც სხვა საკვები სახეობები ნაკლებად მოიპოვებოდა, მას გვალვიან სეზონებზე აგროვებდნენ.[15] სოკო პოპულარულია ფინეთშიც, სადაც მზარეულები მას რამდენჯერმე ხარშავენ (ყოველ ჯერზე წყალს ღვრიან), შემდეგ კი მარილწყალში დებენ და მაცივარში ინახავენ, ამწნილებენ ან სალათებში იყენებენ.[22] ნედლი სახით სოკო იწვევს ტუჩებისა და ენის გაღიზიანებას, რაც, როგორც წესი, ერთ საათში თავისით გადის.[28]
არყა არის ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის სახეობებს შორის, რომლებზეც Hypomyces lactifluorum პარაზიტობს.[11] მას შემდეგ, რაც პარაზიტი სოკო მასპინძლის ქსოვილებში იჭრება, ზედაპირზე ნარინჯისფერ-წითელი ქერქი წარმოიქმნება და გემო მნიშვნელოვნად უმჯობესდება.[11]
არყას მეტაბოლიტებში აუქსინების არსებობის წყალობით, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფესვის წარმოქმნის ჰორმონი სხვადასხვა მცენარის, მათ შორის თხილის, წიფლისა და მუხის ნერგების ზრდის ხელშესაწყობად.[29] XIX საუკუნეში მას ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებად იყენებდნენ, თუმცა უშედეგოდ.[30] ბოლო პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ არყა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტივირუსული პრეპარატი, ხოლო მისი რძის მაგვარი წვენი (ლატექსი) ეფექტურია ვირუსული მეჭეჭების წინააღმდეგ.[31]
ადგილობრივი სახელწოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არყას საქართველოში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ:[12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არყა“ ვიკისაწყობში.- არყა — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
- არყა MycoBank-ზე (ინგლისური)
- არყა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Linnaeus C. (1753). Species Plantarum: Tomus II (la). Holmiae. (Laurentii Salvii)., გვ. 1173.
- ↑ Simpson DP (1979). Cassell's Latin Dictionary, 5th, London: Cassell Ltd., გვ. 883. ISBN 0-304-52257-0.
- ↑ C. H. Persoon: „Tentamen dispositionis methodicae Fungorum in classes, ordines, genera et familias”, Editura Peter Philipp Wolf, Leipzig 1797, p. 63-64
- ↑ Buyck B, Hofstetter V, Eberhardt U, Verbeken A, Kauff F (2008). „Walking the thin line between Russula and Lactarius: the dilemma of Russula subsect. Ochricompactae“ (PDF). Fungal Diversity. 28: 15–40.
- ↑ Buyck B, Hofstetter V, Verbeken A, Walleyn R (2010). „Proposal to conserve Lactarius nom. cons. (Basidiomycota) with conserved type“. Taxon. 59: 447–453. doi:10.1002/tax.591031.
- ↑ Norvell LL (2011). „Report of the Nomenclature Committee for Fungi: 16“. Taxon. 60 (1): 223–226. Bibcode:2011Taxon..60..223N. doi:10.1002/tax.601023.
- ↑ Barrie F. (2011). „Report of the General Committee: 11“. Taxon. 60 (4): 1211–1214. Bibcode:2011Taxon..60.1211B. doi:10.1002/tax.604026.
- ↑ Verbeken A, Nuytinck J (2013). „Not every milkcap is a Lactarius“ (PDF). Scripta Botanica Belgica. 51: 162–168.
- 1 2 De Crop E, Nuytinck J, Van de Putte K, Lecomte M, Eberhardt U, Verbeken A (2014). „Lactifluus piperatus (Russulales, Basidiomycota) and allied species in Western Europe and a preliminary overview of the group worldwide“. Mycological Progress. 13 (3): 493–511. Bibcode:2014MycPr..13..493D. doi:10.1007/s11557-013-0931-5. S2CID 18795528.
- 1 2 3 ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 246, ISBN 978-9941-8-4547-5.
- 1 2 3 4 5 6 Arora, David (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi, 2nd, Berkeley, CA: Ten Speed Press, გვ. 71. ISBN 978-0-89815-170-1.
- 1 2 Lactarius piperatus (L.) Pers. ka. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი, 2026. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2026.
- 1 2 3 4 5 Haas H. (1969). The Young Specialist looks at Fungi. Burke, გვ. 74. ISBN 0-222-79409-7.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Phillips R. (1981). Mushrooms and Other Fungi of Great Britain and Europe. London: Pan Books, გვ. 77. ISBN 0-330-26441-9.
- 1 2 3 4 5 6 7 Pegler DN (1983). Mushrooms and Toadstools. London: Mitchell Beazley Publishing, გვ. 77. ISBN 0-85533-500-9.
- ↑ Sesli E. (2007). „Preliminary checklist of macromycetes of the East and Middle Black Sea regions from Turkey“ (PDF). Mycotaxon. 99: 71–74. ციტირების თარიღი: 2014-09-19.
- 1 2 Hall IR (2003). Edible and Poisonous Mushrooms of the World. Timber Press, გვ. 156. ISBN 978-0-88192-586-9.
- ↑ Fuhrer B. (2005). A Field Guide to Australian Fungi. Blooming Books. ISBN 1-876473-51-7.
- ↑ Jordan M. (2004). The Encyclopedia of Fungi of Britain and Europe. Frances Lincoln, გვ. 305. ISBN 978-0-7112-2378-3.
- 1 2 Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Garden City Press, Hertfordshire, გვ. 87. ISBN 0-584-10324-7.
- ↑ Roody WC (2003). Mushrooms of West Virginia and the Central Appalachians. University Press of Kentucky, გვ. 88. ISBN 978-0-8131-9039-6.
- 1 2 Kuo M.. Lactarius piperatus. MushroomExpert.com. ციტირების თარიღი: 2009-01-11
- ↑ Marshall NL (2003). Mushroom Book. Kessinger Publishing, გვ. 92. ISBN 978-0-7661-3776-9.
- ↑ Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006) North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide, გვ. 97. ISBN 978-0-7627-3109-1.
- ↑ Russell B. (2006). Field Guide to Wild Mushrooms of Pennsylvania and the Mid-Atlantic. Penn State Press, გვ. 79. ISBN 978-0-271-02891-0.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 212, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Molokhovets E (1992). Classic Russian Cooking. Indiana University Press, გვ. 95. ISBN 978-0-253-21210-8.
- ↑ (1994) Handbook of Mushroom Poisoning. CRC Press, გვ. 356. ISBN 978-0-8493-0194-0.
- ↑ Mohan Jain S (1999). Somatic Embryogenesis in Woody Plants. Springer, გვ. 434. ISBN 978-0-7923-3070-7.
- ↑ Rolfe FW (1974). The Romance of the Fungus World. Courier Dover Publications, გვ. 140. ISBN 978-0-486-23105-1.
- ↑ Hoffman EJ (1999). Cancer and the Search for Selective Biochemical Inhibitors. CRC Press, გვ. 178. ISBN 978-0-8493-9118-7.