ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე (3) using AWB)
 
== ტანისამოსი ==
როგორც მეირმე, ასევე ზღვისპირა ჩუქჩების ტანისამოსის ძირითადი მასალა იყო ირმის ტყავი. მეირმე ჩუქჩები დიდწილად თავიანთ ტანსაცმელს კერავდნენ ახალგაზრდა ირმების ტყავისაგან. ამასთან, ზამთრის ტანსცმელს ატარებდნენ მხოლოდ ერთი სეზონი განმავლბაშიგანმავლობაში, ზოგჯერ უფრო ცოტა ხანიც. ზამთრის ტანისამოსის მოხმარების მოკლე ვადა აიხსნება ირმის ბეწვის არაგამძლეობით, ასევე ჩუქჩები მას შიშველ ტანზე იცვამდნენ , ასე ბეწვი მალე იცვითებოდა და ნესტიანდებოდა. მეირმეთ საცხოვრებელში კი არ იყო ისეთი პირობები, რომ ჩასაცმელი გაეშროთ. ვ. ბოგორაზის ცნობით, ზოგი მწყემსი რამდენიმე კვირა ნესტიანი ტასაცმლით დადიოდა და იხდიდა მას მხოლოდ მაშინ, როცა ტარებისთვის გამოუსადეგარი ხდებოდა.
 
ზღვისპირა ჩუქჩები ირმის ტყავთან ერთად, რომელსაც სხვა მეირმეებიგან ყიდულობდნენ,  სარგებლობდნენ სელაპების  ტყავითაც. თუმცა იგი ზამთრის ტანსაცმელისთვის არ გამოიყენებოდა, რადგან სელაპის ტყავი სიცივისაგან ცუდად იცავდა, იგი ასევე კარგი საქამრე მასალა იყო. სელაპების ტყავი და ქამრები დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მწყემს ჩუქჩებში, რომლებიც მას ირმების ტყვაზე ცვლიდნენ. ამგვარად, ჩუქჩების ორი მთავარი ჯგუფი ერთმანეთზე ძლიერ  დამოკიდებული იყო.<ref>Н. Ф. Прыткова, ''Одежда чукчей, коряков и ительменов, 1976''</ref>

სანავიგაციო მენიუ