სისხლი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==შემადგენლობა==
სისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან – სისხლის პლაზმისგან და სისხლის უჯრედებისგან, რომლებსაც სისხლის ფორმიან ელემენტებს უწოდებენ. ესენია: სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები, თეთრი უჯრედები, ანუ ლეიკოციტები და სისხლის ფირფიტები, ანუ თრომბოციტები. პლაზმა სისხლის 60%ს შეადგენს, 40% კი ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს 90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–ს ნახშირწყალს– გლუკოზას. პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე<ref> (ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დარღვევები.</ref>).
 
ქსოვილურ  სითხეს  უშუალო კონტაქტი  აქვს  ორგანიზმის  ყოველ  უჯრედთან.  სწორედ მისგან  იღებენ  უჯრედები  სასიცოცხლოდ  აუცილებელ  ნივთიერებებს  და  მასშივე  გამოყოფენ დაშლის პროდუქტებს. უჯრედში ჟანგბადი და საკვები ქსოვილური სითხის გავლით შეაღწევს. ცვლის პროდუქტები უჯრედიდან ისევ ქსოვილურ სითხეში  გამოიყოფა. ამრიგად, ქსოვილური სითხე  შუამავლის  როლს  ასრულებს  უჯრედსა და სისხლს  შორის. ჭარბი  ქსოვილური  სითხე ლიმფურ კაპილარში გადადის და ლიმფად გადაიქცევა. ლიმფა გამჭირვალე სითხეა და შედგენილობით ქსოვილურ სითხეს ჰგავს. ის მოძრაობს ლიმფურ ძარღვებში. სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება. სისხლის თხევადი ნაწილია პლაზმა. პლაზმაში

სანავიგაციო მენიუ