გრანულოციტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეოზინოფილური გრანულოციტი

გრანულოციტები (granulocyti; ლათ. granulum: მარცვალი და ბერძნ. cytos: უჯრედი) — ლეიკოციტები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის წითელ ტვინში და თავის ციტოპლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებს — გრანულებს. გრანულების შეფერილობის მიხედვით არჩევენ ბაზოფილურ, ნეიტროფილურ და ეოზინოფილურ ლეიკოციტებს.

გრანულოციტები იცავენ ორგანიზმს ბაქტერიებისა და ტოქსინებისაგან, მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში.მათ აქვთ ფაგოციტოზის უნარი. შეუძლიათ ამებისებურად გადავიდნენ შემაერთებელ ქსოვილში და ანთებით პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

მარცვლოვანი ლეიკოციტების, ანუ გრანულოციტებისაგან განსხვავებით, უმარცვლო ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს მარცვლოვანება არ აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]