აგრანულოციტები
იერსახე
აგრანულოციტები — (ბერძ. a: უარყ. თავსართი, ბერძ. kytos: უჯრედი, ლათ. granulum: პატარა მარცვალი) — ლეიკოციტების ერთ-ერთი ჯგუფი, რომლებსაც ციტოპლაზმაში არ გააჩნიათ გრანულები. აგრანულოციტებია: ლიმფოციტები, მონოციტები, პლაზმოციტები. აგრანულოციტებისგან განსხვავებით არსებობენ გრანულიანი ლეიკოციტები — გრანულოციტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 61.