ზღვისგველისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
 
ამჟამად მეცნიერები ზღვის გველებს [[ასპიტისებრნი|ასპიტისებრთა]] ოჯახში აერთიანებენ.
 
 
== აღნაგობა ==
[[სურათი:Laticauda colubrina Lembeh2.jpg|left|thumb|ყვითელტუჩა ზღვის კრაიტი ([[Laticauda colubrina]])]]
ზღვის გველები აგებულებით მეტად წააგვანან [[ასპიტისებრნი|ასპიტებს]]. მათთვის დამახასიათებელია პატარა თავი, პატარა თვალები მრგვალი გუგებით. თავი დაფარულია დიდი ქერცლებით. სხეულის წინა ნაწილი მომრგვალო ფორმისაა, უკანა კი გვერდებიდან შებრტყელებული და ბოლოვდება ლასტისმაგვარი კუდით. გვერდითი ქერცლები, რომლებიც ხმელეთზე გადასაადგილებლადაა აუცილებელი, ან გადაგვარებულია, ან საერთოდ არ გააჩნიათ. სხეული ზემოდანაც და მუცლის მხრიდანაც დაფარულია წვრილი ქერცლებით. მხოლოდ რამდენიმე პრიმიტიულ სახეობას, რომლებმაც შეინარჩუნეს ხმელეთთან კავშირი, გააჩნიათ მუცლის ფარები რამდენიმე რიგად. ნესტოები თავის ზედაპირიდან წამოწეულია, რაც საშუალებას აძლევს გველს, წყლიდან თავის ამოყოფის გარეშე, შეისუნთქოს ჟანგბადი. გარდა ამისა, ნესტოები შეიარაღებულია სპეციალური სარქველებით, რომლებიც, წყალში ჩაყვინთვისას, ხურავენ ნესტოებს. ზღვის გველებში ენას თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს, ამიტომ მოკლეა. პირის ღრუს ლორწოვანში მოთავსებულია კაპილარული ქსელი, რაც გველს საშუალებას აძლევს წყლიდანვე შთანთქოს ჟანგბადი. შხამიანი კბილები მოთავსებულია ზედა ყბის წინა ზედაპირზე, ცოტათი დახრილია უკან და აქვს შხამგამტარი მილი. ეშვების უკან მდებარეობს 1-18-მდე წვრილი კბილი. ზღვის გველები მშვიდ არსებებს წარმოადგენენ. იკბინებიან მხოლოდ განსაკუთრებული გაღიზიანების შემთხვევაში. ამის გამო მეთევზეებს ბადეში გახლართული გველის ხელით გამოყვანისაც კი არ ეშინიათ.
 
 
== გავრცელების არეალი ==
[[სურათი:Aipysurus laevis.jpg|thumb|წენგოსფერი ზღვის გველი ([[Aipysurus laevis]])]]
ზღვის გველები გავრცელებულნი არიან: [[წყნარი ოკეანე|წყნარი]] და [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანეების]] ტროპიკულ ზღვებში: [[აფრიკა|აფრიკის]] აღმოსავლეთ ნაპირებიდან - [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური ამერიკის]] დასავლეთ ნაპირებამდე. ჩრდილოეთით აღწევენ [[იაპონია|იაპონიამდე]]. ყველაზე დიდ რაოდენობით გვხვდებიან სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და მალაის არქიპელაგის წყლებში. აქ ისინი ჯგუფებად ცხოვრობენ. განსაკუთრებით გავრცელებულნი არიან ნაპირიდან 5-6 კილომეტრის რადიუსში, ზღვებში იშვიათად ნაპირიდან 50 კილომეტრის დაშორებითაც სახლობენ.
 
 
== ქვეოჯახები ==
[[სურათი:Banded Sea Snake-jonhanson.jpg|left|thumb|ცისფერტუჩა ზღვის კრაიტი, რგოლისებრი ბრტყელკუდიანი ([[Laticauda laticaudata]])]]
ცნობილია ზღვის გველების 16 გვარი 50 სახეობით, აქედან 3 გვარს (14 სახეობით) აერთიანებენ ქვეოჯახში [[Laticaudinae]] (ბრტყელკუდიანები), ხოლო 13 გვარს (39 სახეობით) ქვეოჯახში [[Hydrophiinae]] (ლასტკუდიანები). Laticaudinae ქვეოჯახის წარმომადგენლებს ხმელეთთან კავშირი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ, ამიტომ განვითარების დონით Hydrophiinae-ზე დაბალ საფეხურზე დგანან.
 
== შხამი ==
[[სურათი:Pelamis platuras.jpg|thumb|ორფეროვანი პელამიდა]]
შხამს გააჩნია [[ნეიროტოქსიური შხამი|ნეიროტოქსიური]] მოქმედება. ვითარდება სისუსტე, პირღებინება, კრუნჩხვები, თვალთ დაბნელება და სასუნთქი სისტემის დამბლა. თუმცა სიკვდილიანობის შემთხვევები ბევრი არაა. ზოგიერთ სახეობას ძალზედ სუსტი შხამი აქვს. ტოქსიურობით ზღვის გველები რამდენჯერმერამდენიმეჯერ აღემატებიან ხმელეთის ყველაზე შხამიან გველებს. კბენის დროს მსხვერპლის ორგანიზმში შეჰყავთ 1-20 მილიგრამი შხამი.
 
== საკვები ==
[[სურათი:Hydrophis cyanocinctus lores.jpg|left|thumb|ზოლებიანი ლასტკუდიანი ([[Hydrophis cyanocinctus]])]]
ზღვის გველების უმთავრესი საკვები [[თევზი|თევზებია]]. ისინი მსხვერპლს უდარაჯდებიან, გარშემო შემოეხვევიან, შხამიან კბილებს ასობენ და ყლაპავენ.
 
== გამრავლება ==
გველები, რომლებიც ხმელეთთან კავშირს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ - [[კვერცხმბადობა|კვერცხმდებლები]] არიან, უმრავლესობა კი [[კვერცხცოცხლადშობა|კვერცხცოცხლადმშობია]]. შობენ ძალიან ცოტა ნაშიერს - 1 ან 2. შთამომავლობას 1 წლის ასაკიდან იძლევიან.
 
[[კატეგორია:ზღვისგველისებრნი|*]]
 
 
 
[[bg:Морски змии]]
49 737

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ