ლევ ტროცკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.2) (ბოტის დამატება: mzn:لئون تروتسکی |
მ r2.7.2) (ბოტის დამატება: lad:Leon Trotsky |
||
ხაზი 81: | ხაზი 81: | ||
[[ku:Lev Trotskî]] |
[[ku:Lev Trotskî]] |
||
[[la:Leo Trotski]] |
[[la:Leo Trotski]] |
||
[[lad:Leon Trotsky]] |
|||
[[lb:Leo Trotzki]] |
[[lb:Leo Trotzki]] |
||
[[lt:Levas Trockis]] |
[[lt:Levas Trockis]] |
22:24, 1 სექტემბერი 2012-ის ვერსია
ლევ ტროცკი (რუს.: Лев Давидович Троцкий) (*26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1879, იანოვკა, უკრაინა – 21 აგვისტო, 1940, მეხიკო, მექსიკა), დაბ. ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინი (Лев Давидович Бронштейн) -- ბოლშევიკი რევოლუციონერი და მარქსისტი თეორეტიკოსი. ადრეული საბჭოთა კავშირის გავლენიანი პოლიტიკოსი, როგორც თავდაპირველად საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, შემდეგ კი როგორც წითელი არმიის დამფუძნებელი, მისი მეთაური და ომის სახალხო კომისარი. ასევე პოლიტბიუროს დამფუძნებელი წევრი. 1920-იან წლებში სტალინთან პოლიტიკური უთანხმოების გამო ტროცკი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და საბჭოთა კავშირიდან გააძევეს; მოგვიანებით მეხიკოში ყოფნისას მოკლულ იქნა საბჭოთა აგენტის რამონ მერკადერის მიერ ყინულის სატეხი ცულით. ტროცკის იდეები ტროცკიზმის კომუნისტური თეორიის ბაზისია და ტროცკიზმი დღემდე რჩება კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ სკოლად, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსხვავდება სხვა მარქსისტული პოლიტიკით გამსჭვალული სტალინისა და მაო ძედუნის თეორიებისგან.
ბიოგრაფია 1917 წლის რევოლუციამდე
ტროცკი დაიბადა იანოვკაში, ხერსონის პროვინცია, უკრაინა, უახლოესი საფოსტო განყოფილებიდან 25 კმ-ში მდებარე მცირერიცხოვან სოფელში. ის მეხუთე შვილი იყო შეძლებული, თუმცა გაუნათლებელი ებრაელი ფერმერების დავიდ და ანა ბრონშტეინების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ებრაელი იყო, ოჯახი არარელიგიური იყო და შინ რუსულად და უკრაინულად საუბრობდნენ იდიშის ნაცვლად. ტროცკის უმცროსი და, ოლღა, მოგვიანებით ცოლად ლევ კამენევს, წამყვან ბოლშევიკს გაჰყვა.
ცხრა წლის ასაკში ტროცკი მამამ ოდესაში გაგზავნა განათლების მისაღებად. აქ ის ისტორიულად გერმანულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა მთავრობის ძლიერი რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო სკოლა დღითიდღე რუსიფიცირებული ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო, ტროცკიმ ბავშვობაშივე გამოავლინა შეურიგებელი ხასიათი და მეორე კლასში არაპოპულარული მასწავლებლის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო. თუმცა ტროცკის პოლიტიკისადმი ინტერესი სწავლის ბოლო წელს ნიკოლაევში (ამჟ. მიკოლაივ) გადასვლამდე არ გამოუმჟღავნებია.
რესურსები ინტერნეტში
- Trotsky in Havana by Dimitri Prieto from Havana Times
- 65 years since Trotsky's Death an essay by Rob Sewell
- FBI records relating to Trotsky's murder
- 'Ice-pick that killed Trotsky' found in Mexico which is stained with his blood
- Dossier on Trotsky, International Viewpoint
- January 2006 images of Trotsky House, Mexico City
- Lenin and Trotsky— What they Really Stood For by Alan Woods and Ted Grant
- On anniversary of murder, museum for Trotsky proves to be tourist draw by Larry Luxner of the Jewish Telegraphic Agency, published 23 August 2005