გაუსის კანონი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ფიზიკა]] |
[[კატეგორია:ფიზიკა]] |
||
[[კატეგორია: |
[[კატეგორია:ფიზიკის კანონები]] |
||
[[ar:قانون جاوس]] |
[[ar:قانون جاوس]] |
13:32, 24 მარტი 2010-ის ვერსია
ფიზიკაში, გაუსის კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც გაუსის თეორემა ნაკადის შესახებ, არის კანონი, რომელიც აკავშირებს ელექტრული მუხტების განაწილება მათ მიერ წარმოქმნილი ელექტრული ველის დაძაბულობასთან. გაუსის კანონის მიხედვით:
კანონი ფორმულირებული იქნა კარლ ფრიდრიხ გაუსის მიერ 1835 წელს, მაგრამ გამოქვეყნებული იქნა მხოლოდ 1867 წელს.[1] გაუსის კანონი არის მაქსველის ოთხი განტოლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც შეადგენენ კლასიკური ელექტროდინამიკის საფუძველს. გაუსის კანონის მეშვეობით შესაძლებელია გამოყვანილი იქნას კულონის კანონი,[2] და პირიქით.
გაუსის კანონს ინტეგრალური ფორმით აქვს სახე:
სადაც მარცხენა მხარეს მყოფი გამოსახულება არის ზედაპირული ინტეგრალი, რომლეიც გამოსახავს ელექტრულ ნაკადს რაიმე ჩაკეტილ S ზედაპირზე, ხოლო განტოლების მარჯვენა მხარეს არის S ზედაპირს შიგნით მოთავსებული სრული მუხტი გაყოფილი ელექტრულ მუდმივაზე.
გაუსის კანონს დიფერენციალური ფორმით აქვს სახე:
სადაც ∇ · E არის ელექტრული ველის დაძაბულობის დივერგენცია, ხოლო ρ არის მუხტის სიმკვრივე.
გაუსის კანონის ინტეგრალური და დიფერენციალური ფორმების ექვივალენტურობას განაპირობებს თეორემა დივერგენციის შესახებ, რომელსაც ასევე გაუსის თეორემას უწოდებენ.