ელექტრული მუდმივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ელექტრული მუდმივა ε0 (მას ზოგჯერ ვაკუუმის შეღწევადობას, ან ვაკუუმის დიელექტრიკულ შეღწევადობასაც უწოდებენ),[1], არის ფიზიკური მუდმივა, რომელიც აკავშირებს ელექტრული მუხტის ერთეულს მექანიკურ ერთეულებთან (როგორიცაა ძალა, სიგრძე, მასა და ასე შემდეგ) SI სისტემაში.

მაგალითად, ორ წერტილოვან მუხტს შორის მოქმედი ძალა (SI სისტემაში) განისაზღვრება კულონის კანონით:

სადაც q1 და q2 არის მუხტები, ხოლო r არის მანძილი მუხტებს შორის. ელექტრული მუდმივა ε0 ჩნდება ასევე მაქსველის განტოლებებში.

ε0 მნიშვნელობა მოიცემა

= 8.85×10−12 ·წმ/(·მ);

სადაც c არის სინათლის სიჩქარე ვაკუუმში, ხოლო μ0 არის მაგნიტური მუდმივა.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CODATA. Electric constant. 2006 CODATA recommended values. National Institute of Standards and Technology. წაკითხვის თარიღი: 2007-08-08.