სოს სარქისიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოს სარქისიანი
Sos Sargsyan.jpg
მშობ. სახელი Սոս Սարգսյան
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1929
სტეფანავანი, სომხეთის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 26 სექტემბერი, 2013
ერევანი, სომხეთი
დაკრძალულია კომიტასის პანთეონი
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სომხეთის დროშა სომხეთი
საქმიანობა მსახიობი, თაეტრისა და ოპერის რეჟისორი

სოს სარქისიანი (სომხ. Սոս Սարգսյան; დ. 24 ოქტომბერი, 1929, სტეფანავანი, სომხეთის სსრ, სსრკ — გ. 26 სექტემბერი, 2013, ერევანი, სომხეთი) — სომეხი საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი და რეჟისორი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი, პედაგოგი. 1985 წელს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.

დაიბადა 1929 წელს ქალაქ სტეფანავანში. 1948 წელს გადავიდა ერევანში და გახდა ერევნის მოზრდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. 1954 წელს დაასრულა ერევნის სამხატვრო-თეატრალური ინსტიტუტი. 1954-1990 წლებში ერევნის დრამატული თეატრის მსახიობია.

ძეგლი, სტეფანავანი
მემორიალური დაფა

გასტროლებზე იყო აშშ-ში, ლიბანსა და სირიაში.

1991 წელს იყო სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი. დაშნაკცუთიუნის წევრი

გარდაიცვალა 2013 წელს ერევანში. დაკრძალულია კომიტასის სახელობის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]