სოსო პაიჭაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოსო პაიჭაძე
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1943(1943-08-21)
დაბადების ადგილი ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 30 აგვისტო, 1994(1994-08-30) (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ჰიპერრეალიზმი და მეტამოდერნიზმი
Magnum opus სადაით დაეცი
გავლენა მოახდინეს
საიტი armuri.georgianforum.com/t854-topic

სოსო ნესტორის ძე პაიჭაძე (დ. 21 აგვისტო, 1943, ბათუმი, საქართველოს სსრ — გ. 30 აგვისტო, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოსო ნესტორის ძე პაიჭაძე დაიბადა 1943 წლის 21 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში. 1965 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“ რეჟისორის ასისტენდად, საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში ლიტერატურული გადაცემების უმცროს რედაქტორად, რედაქტორად, პასუხუსმგებელ მდივნად, მთავარ რედაქტორად. მრავალი წლის მანძილზე ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო.

ლიტერატურული მოღვაწეობა 1969 წელს დაიწყო, როცა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია. მისი პირველი მოთხრობა „მეთევზე“ 1970 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. 1977 წელს გამომცემლობა „მერანმა“ მისი მოთხრობების პირველი კრებული „უკანასკნელი დუბლი“ გამოსცა.

1984 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა დინარა კონდახსაზოვას მიერ რუსულად თარგმნილი მისი მოთხრობების კრებული[1].

1985 წელს გამოვიდა მწერლის მეორე კრებული. 1990 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული მოთხრობისათვის „თბილი, გრძნეული წვიმა“ მწერალთა კავშირის პრემია მიენიჭა. 1995 წელს, სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა მწერლის ბოლო წიგნი „სადაით დაეცი“.

სოსო პაიჭაძის მოთხრობები თარგმნილია რუსულ[2], უკრაინულ, უნგრულ, ჩეხურ, გერმანულ[3], სერბულ ენებზე.

ჟურნალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მეთევზე“ (მოთხრობა), ცისკარი, 1970, N1
  • „უკანასკნელი დუბლი“ (მოთხრობა), ცისკარი, 1973, N8
  • ბაქანი „ბოტანიკური ბაღი“; „იროდიონი“; (მოთხრობები), ცისკარი, 1978, N3, ილ. დ. ერისთავისა; ცისკარი, 1997, N9[4]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სადაით დაეცი“ (მოთხრობები), თბილისი, მერანი, 1995, 456 გვ.
  • „მოთხრობები“, თბ., მერანი, 1985, 335 გვ.
  • „უკანასკნელი დუბლი“ (მოთხრობები), თბილისი, მერანი, 1977, 143 გვ.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]