შინაარსზე გადასვლა

სომხეთი სომხების გარეშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუკა, რომელზეც წარმოდგენილია ოსმალეთში სომეხთა გენოციდისას სომხებზე მიმართული შეტევების ადგილები

სომხეთი სომხების გარეშე (ინგლ. Armenia without Armenians) ― ფრაზა, რომელიც დამკვიდრდა XIX-XX საუკუნეებში თურქების მიერ სომხური მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და დეპორტაციების აღსანიშნად. დასავლური სამყარო სწორედ ამას უწოდებდა ოსმალეთის იმპერიის მიზანს, დასაკუთრებოდა სომხებით დასახლებულ პროვინციებს სომხების თავიდან მოცილების გზით.

ზოგიერთი სომეხი და არასომეხი მეცნიერი ტერმინს „სომხეთი სომხების გარეშე“ იყენებს 1915 წლის სომხების გენოციდის აღსანიშნად, რომელიც მოიცავდა ოსმალეთის ექვს ვილაიეთში არსებული სომხური მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტასა და დეპორტაციას. შესაბამისად, ამ ქმედებით თურქები ცდილობდნენ გაეგრძელებინათ მმართველობა ისტორიული სომხეთის მიწებზე (ცნობილი როგორც დასავლეთ სომხეთი), ოღონდ თავად მისი მკვიდრი მოსახლეების, ანუ სომხების გარეშე[1][2][3]. სწორედ ფაქტის ლოგიკურმა გაანალიზებამ წარმოქმნა და შემდეგში დაამკვიდრა კიდეც ეს პოლიტიკური ფრაზა.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერატორს არაერთი გავლენიანი რუსი სთავაზობდა ე.წ. „სომხეთი სომხების გარეშე“ პოლიტიკის განხორციელებას[4]. მათ შორის ყველაზე გამორჩეული და ამ საკითხში აქტიური ალექსი ლობანოვ-როსტოვსკი იყო, რომელსაც 1895-1896 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა[5][6][7].

პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის იმპერიამ ათასობით სომეხი მოხალისის დახმარებით მოახერხა დაეპყრო ოსმალეთის იმპერიაში შემავალი სომხური პროვინციები. 1916 წელს რუსულმა მთავრობამ სომეხ მოხალისეთა ნაწილები დაშალა. გენერალმა ნიკოლოზ იუდენიჩმა, რომელიც რუსულ არმიას ხელმძღვანელობდა ოსმალეთის იმპერიის სომხებით დასახლებული პროვინციების დაპყრობაში კავკასიის კამპანიის მსვლელობის დროს, ასევე წამოაყენა იმის გეგმა, რომ იქ მცხოვრები ადგილობრივი სომხები წინაპართა სახლებითან აეყარათ და დაედეპორტებინათ[8]. აღსანიშნავია, რომ რუსული იმპერიული მთავრობა სერიოზულად განიხილავდა სომხების გადასახლებისა და მათ ადგილას რუსი და კაზაკი გლეხების ჩასახლების იდეას[5][9]. ამის განხორციელებას ხელი მხოლოდ 1917 წელს მომხდარმა რუსულმა რევოლუციამ შეუშალა, რასაც იმპერიაში მონარქიის დამხობა და ქაოტური პერიოდის დაწყება მოჰყვა.

XXI საუკუნეში ეს ფრაზა კვლავ აქტუალურია, ოღონდ უკვე სხვა მნიშვნელობით. დღეისათვის მას უკვე იყენებენ სომხეთიდან მოქალაქეთა გახშირებული ემიგრაციის აღსანიშნავად. 2009 წელს რუსეთის მთავრობამ დაიწყო მიგრაციის პროგრამის „თანამემამულეების“ ხელშეწყობა, რომელიც სომხეთის მოქალაქეებს რუსეთში ცხოვრებისაკენ მოუწოდებს[10]. სოციოლოგმა რუბენ ეგანიანმა, მთიანი ყარაბაღის ომის ვეტერანმა სარგის ჰაცპანიანმა და ასევე პოლიტიკის ანალიტიკოსმა რუბენ მერაბიანმა განაცხადეს, რომ ეს პროგრამა სომხეთს სომხების გარეშე ტოვებს. 2013 წელს ვეტერანმა სარგის ჰაცკაპიანმა რუსეთის აღნიშნული პოლიტიკა „სომხეთი სომხების გარეშე“ დაუკავშირა სომხური მთავრობის გეგმას ევრაზიის კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც რუსეთში მასობრივი გადინების შესაძლებლობის საშუალებას იძლევა[11]. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა მართლაც სავალალოა. დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ რუსეთში 2,900,000[12] სომეხი ცხოვრობს, თავად სომხეთის მოსახლეობა კი 2,961,514-ია[13], რაც სულ ცოტათი აღემატება რუსეთში არსებულ სომხურ დიასპორას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება ასევე დიდი რაოდენობით ხდება აშშ-სა და საფრანგეთის მიმართულებითაც, სადაც სომხური დიასპორა ასობით ათას მოსახლეს სცდება.

  1. Derogy, Jacques (31 December 2011). Resistance and Revenge: The Armenian Assassination of the Turkish Leaders Responsible for the 1915 Massacres and Deportations. 1990: Transaction Publishers. pp. 24–25. ISBN 9781412833165. Massacres and deportations had answered the prayers of those who dreamed of an Armenian without Armenians. The act was given a name after the Jewish martyrdom during World War II. It was called 'genocide.' The horror of the genocide of 1915-1916 cannot be measured by the number of victims.
  2. Gasparyan, Seda. "The word yeghern and the semantic field of its equivalence in English" (PDF). Armenological Researches Institute of Yerevan State University. p. 3. Archived from the original (PDF) on November 16, 2014. As it happened, the Turkish beneficiaries of an “Armenia without Armenians” and, despite worldwide pledges and promises to punish the perpetrators, escaped any responsibility for the crime.
  3. Barseghov, Yuri (1987). Геноцид армян—преступление против человечества (О правомерности термина и юридической квалификации) [Armenian genocide—a crime against humanity (on rightfulness of the termin and juridical qualification)"] დაარქივებული 2020-07-13 საიტზე Wayback Machine. ". Lraber Hasarakakan Gitutyunneri (in Russian) (4): 25. ISSN 0320-8117. Скрыть от мира физическое уничтожение одного из древнейших народов мира, внесшего крупный вклад в развитие человеческой цивилизации,—задача, конечно, 'непосильная. Армения без армян—сама по себе представляет неопровержимое доказательство геноцида.
  4. Azadian, Edmond Y. (25 June 2013). "Friend or Foe?". Armenian Mirror-Spectator. The rulers of Christian Russia were relatively more tolerant than, let’s say, their Ottoman counterparts. But the word “relative” needs to be understood in its full implication here, as Armenians subsequently heard warnings by Russian officials that Russia needs Armenia without Armenians. Just one example of Russian tyranny was that Armenian church property was confiscated by a decree of the czar.
  5. 5.0 5.1 Suny, Ronald Grigor (1994). The Making of the Georgian Nation (2nd ed.). Bloomington: Indiana Univ. Press. p. 180. ISBN 9780253209153.
  6. Weiss, Martha (1920). Zwemer, Samuel Marinus (ed.). "The Armenian Question". The Moslem World. New York: Missionary Review Publishing. 10: 343.
  7. Somakian, Manoug (1995). Empires in Conflict: Armenia and the Great Powers, 1912-1920. I. B. Tauris. p. 23. ISBN 9781850439127.
  8. Veenhoven, Willem Adriaan (1975). Case Studies on Human Rights and Fundamental Freedoms Volume Two: A World Survey. The Hague: Martinus Nijhoff Publishers. p. 499. ISBN 9789024717811.
  9. Hovannisian, Richard (1971). The Republic of Armenia: Volume 1, The First Years, 1918–1919. Los Angeles: University of California Press. pp. 14–15. ISBN 0-520-01805-2.
  10. Grigoryan, Marianna (25 March 2011). "Armenia: Russian Guest Worker Program Highlights Population Drain". EurasiaNet. Open Society Foundations.
  11. Martirosyan, Armine (18 September 2013). "Вступление Армении в Таможенный союз приведет к утрате суверенитета, заявили бывшие политзаключенные" (in Russian). Caucasian Knot. Таможенный союз приведет к массовой миграции, считает бывший политзаключенный. "Россия уже давно ведет политику "Армения без армян". Тому доказательство российская программа "Переселение соотечественников", которая способствовала большой миграции из Армении в Россию целыми семьями", - отметил в своем выступлении Ацпанян.
  12. Robert A. Saunders, Vlad Struko (2010). Historical dictionary of the Russian Federation. Lanham, Maryland: Scarecrow Press. p. 50. ISBN 978-0-8108-5475-8.
  13. Ministry of Culture of Armenia "The ethnic minorities in Armenia. Brief information" დაარქივებული 2017-10-10 საიტზე Wayback Machine. Archived 10 October 2017 at the Wayback Machine. As per the most recent census in 2011. "National minority" Archived 16 February 2017 at the Wayback Machine.