არყისძირა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
არყისძირა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Leccinum scabrum | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Krombholzia scabra | |||||||||||||||
|
არყისძირა (ლათ. Leccinum scabrum, Krombholzia scabra) — სახეობა ბებერასოკოების გვარისა. ქუდი ნაცრისფერი ან მურა-მონაცისფროა. ქვედამხარეზე აქვს თეთრი მილები, რომლებიც შემდეგ ნაცრისფერდება. რბილობი თეთრია, ფეხი — თეთრი ან ნაცრისფერი, მურა ან შავი ქერცლით დაფარული. საქართველოში ზაფხულ-შემოდგომით მხოლოდ არყნარში იზრდება. ახალს, გამხმარსა და დამუშავებულს საჭმელად იყენებენ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 612.