ვერხვისძირა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ვერხვისძირა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Leccinum aurantiacum | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Leccinum aurantiacum | |||||||||||||||
|
ვერხვისძირა (ლათ. Leccinum aurantiacum, Boletus aurantiacus) — ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ქუდი 4-20 სმ-მდე დიამეტრისაა, ზედაპირი — ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერ-წითელი, შიშველი ან ქეჩისებრი. მოთეთრო ფეხი ძირისაკენ მსხვილდება და დაფარულია მოგრძო თეთრი, ყავისფერი ან მოშავო ქერცლით. რბილობი თეთრია, ჰაერზე ჯერ ლურჯდება, შემდეგ კი შავდება. ძირითადად იზრდება ვერხვნარებში, გვხვდება სხვა ფოთლოვან და შერეულ ტყეშიც, ზაფხულში და შემოდგომით. ზოგჯერ ამ სოკოს ვერხვისქვეშასაც უწოდებენ. იჭმება ახალი, დამუჟუჟებული და გამხმარი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 380.