გაგიკ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაგიკის ძეგლი (აღმოჩენილი ქალაქ ანისში)

გაგიკ I (გ. 1020) — ბაგრატუნების დინასტიის ანისის სამეფოს მეფე 990 წლიდან. იბრძოდა სომხეთის მიწების გაერთიანებისა და ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის. შემოიერთა ვაიოცძორის სათავადო და ხაჩენის ოლქი. ვასპურაკანის სამეფოს ჩამოაშორა კოგოვიტისა და ცაღკოტნის ოლქები. მისი მეფობის დროს დედაქალაქი ანისი დიდ სავაჭრო-სახელოსნო და კულტურულ ცენტრად იქცა, აშენდა საკათედრო ტაძარი და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]