სკუმბრია
სკუმბრია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
ლათინური სახელი | ||||||
Scomber scombrus | ||||||
|
სკუმბრია,[1] მაკრელი (ლათ. Scomber scombrus) — თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 60 სმ აღწევს. წონა 1,6 კგ-მდე. აქვს თითისტარისებრი სხეული. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში: ბარენცისა და თეთრი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროდან კანარის კუნძულებამდე; გვხვდება აგრეთვე ბალტიის, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, მარმარილოსა და შავ ზღვებში. ახლოს მდგომი სახეობებია: იაპონური სკუმბრია (ლათ. Scomber japonicus) და ავსტრალიური სკუმბრია (ლათ. Scomber australasicus). ძვირფასი სარეწაო თევზია. ზაფხულოში მცირე სიღრმეებზე ყრის 500 ათასამდე ქვირითს. მისგან ამზადებენ კონსერვებს.