სიღანაღის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიღნაღის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიღნაღის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, აშენებულია აგურითა და რიყის ქვით. წყობა თარაზულია. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით კოლოფა აფსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. სარკმელი მოგვიანებით გადაკეთებულია. თაღის არე ამოშენებულია და ჩადგმულია მინები. ასეთივე სარკმელია აფსიდის სამხრეთ ნაწილში.

სფერული კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. გრძივი კედლები პილასტრებით ორ, ტოლ ნაწილად იყოფა. პილასტრებს ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში გაჭრილი თაღოვანი სარკმლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულადაა განლაგებული. დასავლეთი თაღოვანი შესასვლელი ამჟამად ამოშენებულია. კარის წინ მოწყობილ კარიბჭეს სამრეკლო ადგას. ეკლესიის ფასადები დანაწევრებულია პილასტრებით. საბურავად გამოყენებულია კრამიტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6943