მხედრები (ოჯახი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მხედრები (მრავალმნიშვნელოვანი).
მხედრები
Rhyssa persuasoria
Rhyssa persuasoria
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
ოჯახი:  მხედრები
ლათინური სახელი
Ichneumonidae

მხედრები (ლათ. Ichneumonidae) — პარაზიტული მწერების ოჯახი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 0,4-5 სმ აღწევს. უმრავლესობას ფრთები კარგად აქვს განვითარებული. მხედრების მატლები მწერების მატლებისა და ჭუპრების შინაგანი ან გარეგანი პარაზიტები არიან. მხედრებსშორის ზეპარაზიტებიც გვხვდება, ისინი ვითარდებიან სხვა პარაზიტი მწერების ხარჯზე და საგრძნობლად ამცირებენ მათ რაოდენობას, მხედრების მრავალი სახეობა გამოყენებულია მავნე მწერების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის დროს. მხედრები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ოჯახში 1250 გვარის 60000 სახეობაა. საქართველოში 140-ზე მეტი სახეობაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]