სიონის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიონის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის, ნასოფლარ კუპრიანთკარის აღმოსავლეთით, მთის კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩამონგრეულია კამარა და კონქი, ჩამოშლილია კედლების ზედა ნახევარი და პერანგის უმეტესი ნაწილი. შესასვლელი, რომლის გადახურვა ჩამონგრეულია, სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შირიმისწირთხლებიანი სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. სარკმლის სამხრეთით შეისრულთაღიანი პატარა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]