შინაარსზე გადასვლა

სინკანსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინკანსენის მარშრუტები
"სინკანსენ 500" კიოტოს სადგურზე.

სინკანსენი (იაპ.: 新幹線) — სწრაფი რკინიგზის ხაზების ქსელი იაპონიაში. 1964 წელს პირველი ტოკაიდო სინკანსენის გახნის შემდეგ ქსელი გაფართოვდა და ამჟამად იაპონიის ყველა ძირითად ქალაქს მოიცავს.[1] ამ ეტაპზე ქსელის სიგრძეა 2,764.6 კმ, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 240–320 კმ/ს.

სინკანსენი პირდაპირ ნიშნავს "ახალ რელსებიან გზას", ხოლო თავად მატარებლებს ოფიციალურად "სუპერ ექსპრესს" უწოდებენ. ძველი ხაზებისგან განსხვავებით, სინკანსენი სწორხაზოვანი ლიანდაგებია, რომლებიც დაბრკოლებების გადასალახავად მათი შემოვლის ნაცვლად გვირაბებსა და ვიადუკებს იყენებს. სინკანსენის ქსელში გამოიყენება ლიანდაგის ევროპული სიგანე – 1435 მმ, რაც განასხვავებს მას იაპონიის რკინიგზის უფრო ძველი ხაზებისაგან, რომელთა სიგანე ძირითადად 1067 მმ-ია. ხაზები ელექტროფიცირებულია ერთფაზიანი 25 კილოვოლტიანი და 60 ჰერციანი ცვალებადი დენის სისტემით, მინი-სინკანსენის ხაზებზე ძაბვა შეადგენს 20 კილოვოლტს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. About the Shinkansen Outline. JR Central (March 2010). ციტირების თარიღი: 2 May 2011.