სინინი
იერსახე
საქალაქო მხარე | |
---|---|
სინინი 西宁 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
შიდა დაყოფა | Chengdong District, Chengzhong District, Chengxi District, Chengbei District, Datong Hui and Tu Autonomous County, Huangzhong District და Huangyuan County |
კოორდინატები | 36°37′26″ ჩ. გ. 101°46′43″ ა. გ. / 36.62389° ჩ. გ. 101.77861° ა. გ. |
ფართობი | 7.424 კმ² |
მოსახლეობა | 2,154 მლნ. კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 971 |
საფოსტო ინდექსი | 810000 |
საავტომობილო კოდი | 青A |
ოფიციალური საიტი | xining.gov.cn |
სინინი — ქალაქი ჩინეთში, ცინხაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი განლაგებულია ცინხაი-ტიბეტის პლატოს აღმოსავლეთ ნაწილზე, მდინარე ხუანშუის სანაპიროზე. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან — 2260 მ. საშუალო წლიური ტემპერატურა — 6°C.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის აღწერით, სინინში ცხოვრობენ ხუნელები — 74,04 %, ხუეიელები — 16,26 %, ტიბეტელები — 5,51 %, მონღოლები, ტუელები და სხვა ეროვნების ხალხები.
ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოიცავს 5 რაიონს:
მათ შორის არის ახალი რაიონი ხაიხუ
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა. სინანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს დათუნის ქვანახშირის აუზი. სარკინიგზო ტოტით უკავშირდება ლუნხაის რკინიგზას. მოქმედებს თბოელექტროსადგური.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დუნგუანის დიდი მეჩეთი — ყველაზე დიდი მეჩეთი ქალაქში და ერთ-ერთი დიდი ჩინეთში.
- ტარის ტაძარი (Ta'er)
- ცინხაის ტბა — ყველაზე დიდი მარილიანი ტბა ჩინეთში.
გზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მდებარეობს საფეხბურთო კლუბი "ცინხაი სენკე".
სინანის დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იჟევსკი, რუსეთი —2002 წლის 13 მაისიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 372-373.