ერთეულთა საერთაშორისო სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან SI)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სი (მრავალმნიშვნელოვანი).
SI სისტემის 7 ძირითადი ერთეული
SI სისტემის წარმოებული ერთეულები
აღნიშვნა სახელი სიდიდე
რად რადიანი ბრტყელი კუთხე
სრ სტერადიანი სივრცითი კუთხე
°C ცელსიუსი ტემპერატურა
ჰც ჰერცი სიხშირე
ნიუტონი ძალა
ჯოული ენერგია
ვტ ვატი სიმძლავრე
პა პასკალი წნევა
ლმ ლუმენი სინათლის ნაკადი
ლქ ლუქსი განათება
კულონი ელექტრული მუხტი
ვოლტი პოტენციალთა სხვაობა
ომ ომი წინაღობა
ფარადა ელექტროტევადობა
ვბ ვებერი მაგნიტური ნაკადი
ტლ ტესლა მაგნიტური ინდუქცია
ჰნ ჰენრი ინდუქციურობა
სმ სიმენსი ელექტრული გამტარობა
ბკ ბეკერელი წაროს რადიოაქტიული აქტივობა
გრ გრეი იონიზირებული გამოსხივების შთანთქმის დოზა
ზვ ზივერტი იონიზირებული გამოსხივების დოზის ექვივალენტი
კატ კატალი კატალიზატორის აქტიურობა

ერთეულთა საერთაშორისო სისტემა (აღნიშვნა: სი, SI; ფრანგ. Système international d'unités) — ერთეულთა სისტემა, რომელიც ეფუძნება ფიზიკური სიდიდეების საერთაშორისო სისტემას და მოიცავს ერთეულთა დასახელებებსა და აღნიშვნებს, აგრეთვე წინსართების ჩამონათვალს მათი დასახელებებითა და აღნიშვნებით და გამოყენების წესებს, რომლებიც მიღებულია ზომა-წონის გენერალური კონფერენციის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტრულ სისტემაზე გადასვლა წლების მიხედვით. ქვეყნება რომლებმაც არ მიიღეს სი სისტემა აღნიშნული არიან შავ ფრად (ლიბია, მიანმა, აშშ).

ოფიციალურად პირველად შემოღებულ იქნა ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ 1960 წელს, პარიზში. შემდგომ გენერალურ კონფერენციებზე მასში ზოგიერთი ცვლილება იქნა შეტანილი. იგი წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საზომ ერთეულთა სისტემას როგორც მეცნიერებასა და ტექნიკაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთეულთა საერთაშორისო სისტემამ, რომელსაც საფუძვლად დაედო მეტრული სისტემა, მალე ჩაანაცვლა მანამდე არსებული ზომის ისტორიული ერთეულები. 2000 წლისთვის სი მიჩნეულია ერთეულთა ერთადერთ ან ძირითად სისტემად თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაკლისს წარმოადგენს აშშ, ლიბერია და მიანმა.

ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ზომათა ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად: შვიდი ძირითადი და მათგან წარმოებული ერთეულები. 10-ის მთელ ხარისხზე (დადებითზე ან უარყოფითზე) გამრავლებით და სათანადო წინსართის დამატებით შესაძლებელია ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ძირითადი ერთეულებისგან იმავე ფიზიკური სიდიდის აღმწერი უფრო მცირე ან უფრო დიდი ერთეულების წარმოქმნა. მაგალითად, დეცი აღნიშნავს ათჯერ ნაკლებს, ხოლო კილო – ათასჯერ მეტს, ვიდრე თავდაპირველი ერთეული: დეციმეტრი მეტრის მეათედია (1 დმ = 10-1 მ), ხოლო კილომეტრი – ათასი მეტრი (1 კმ = 10³ მ). გამონაკლისს წარმოადგენს მასის ძირითად ერთეულზე უფრო მცირე ან უფრო დიდი ერთეულების წარმოქმნა. 10-3 კგ უწოდებენ გრამს (აღნიშვნა გ). უფრო მცირე ერთეულებს აწარმოებენ გრამთან წინსართების გამოყენებით (მაგალითად, ნგ). 10³ კგ უწოდებენ ტონას (აღნიშვნა ტ); უფრო დიდი ერთეულები იწარმოება ტონასთან წინსართის გამოყენებით (მაგალითად, კტ, მეგტ). რამდენიმე წინსართის ერთად გამოყენება იკრძალება.

სხვა გავრცელებული ზომის ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექნიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოყენებული მრავალი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისგან კანონიკური წინსართების დამატებით არ იწარმოება. ასეთებია, მაგალითად:

სი-ის სრული ოფიციალური აღწერა მოცემულია სი-ის ბროშურის მოქმედ რედაქციაში. ერთეულთა საერთაშორისო სისტემის მოქმედ ვერსიაში ითვლება, რომ ძირითადი ერთეულები: მეტრი, კილოგრამი, წამი, ამპერი, კელვინი, კანდელა და მოლი დამოუკიდებელი განზომილებების მქონე სიდიდეებია, ანუ არც ერთი მათგანი არ შეიძლება გამოისახოს სხვა ძირითადი ერთეულებით. ზომა-წონის XXIV გენერალურმა კონფერენციამ 2011 წელს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ერთეულთა საერთაშორისო სისტემის მომავალ ვერსიაში შენარჩუნებული იქნება ერთი ძირითადი საზომი ერთეული – დროის ერთეული წამი. მეტრი, კილოგრამი, ამპერი, კელვინი და მოლი განიმარტება ამ ძირითადი ერთეულით (უფრო ზუსტად, სტაბილური სიხშირით) და უნივერსალური ფიზიკური მუდმივებით ისე, რომ ამ მუდმივებმა მიიღოს ზუსტი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც დადგენილი იქნება საიმედო გაზომვებით და რეკომენდებული მეცნიერებისა და ტექნიკის მონაცემთა კომიტეტის (CODATA) მიერ. ეს მუდმივებია:

მოცემული მიმართულებით სინათლის ძალის ერთეული კანდელა (სიმბოლო კდ) განისაზღვრება 540.1012 ჰც სიხშირის მონოქრომატული გამოსხივების ოპტიკური ეფექტურობის რიცხვითი მნიშვნელობით, რომელიც ტოლია ზუსტად 683 მ 2.კგ1.წმ 3.კდ.სტერ, ანუ 683 კდ.სტერ. ვტ1; დროის ერთეული წამი (სიმბოლო წმ) განისაზღვრება ცეზიუმ-133 ატომის ძირითადი მდგომარეობის ზენაზ დონეთა შორის გადასვლის შესაბამისი სიხშირის რიცხვითი მნიშვნელობით, რომელიც 0 K ტემპერატურაზე ტოლია ზუსტად 9 192 631 770 ჰც.

წარმოებული ერთეულები მიიღება ძირითადი ერთეულებისგან ალგებრული მოქმედებებით – გამრავლებითა და გაყოფით. ზოგიერთ წარმოებულ ერთეულს სი-ში აქვს საკუთარი სახელწოდება.

სი-ის ერთეულთა სახელწოდებები და აღნიშვნები განსხვავებულია სხვადასხვა ენაში. მაგალითად, ფრანგ. კილოგრამ – კგ, ბერძნ. χiliógrammo – χg, აზერბ. kiloqramme – kq, ქართ. კილოგრამი – კგ. ზოგიერთ შემთხვევაში ერთეულის დასახელება გამოიყენება მხოლოდ გარკვეულ ფიზიკურ სიდიდესთან მიმართებით. მაგალითად, ერთეულს წმ –1 უწოდებენ ჰერცს (ჰც), თუ იზომება სიხშირე, და – ბეკერელს (ბკ), თუ იზომება რადიონუკლიდის აქტივობა. ერთეულის აღნიშვნები და მათი გამოყენების წესები განსაზღვრულია საქართვ. კანონით გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ. ერთეულის აღნიშვნა გამოყოფილი უნდა იყოს რიცხვისგან ინტერვალით, აღნიშვნის გადატანა ახალ სტრიქონზე დაუშვებელია.

კანონმდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლიდან ევროკავშირი კრძალავს იმპორტირებულ საქონელზე არა სი ერთეულების გამოყენებას. აკრძალვა ეხება პროდუქციის აღწერას, შეფუთვას, გამოყენების ინსტრუქციებს და რეკლამას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • BW Petley (2004). Symbols, Units, Nomenclature, & Fundamental Physical Constants. IUPAP-39. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]