სიმონ ქობულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონ იოანეს ძე ქობულაშვილი (დ. 1765 — გ. ივნისი, 1807, პერმი) – თავადი, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მდივნად მსახურობდა. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის (1801) შემდეგ ახალ რეჟიმს ოპოზიციაში ედგა. 1802 წელს შეადგინა კახეთის თავადთა პეტიცია (მუჯალამა) იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელზე. მონაწილეობდა მთიულეთის 1804 წლის აჯანყებაში. დაატყვევეს და 1807 წლის მარტში გადაასახლეს პერმში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]