ჯეოსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეოსელი
ტიპი სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა 1996
მდებარეობა საქართველოს დროშა თბილისი
მფლობელი სილქნეტი
საწარმოო შემოსავალი 125 მილიონი
საიტი geocell.ge

ჯეოსელიფიჭური კავშირის GSM ოპერატორი საქართველოში. 2018 წლიდან კომპანია სილქნეტის მფლობელობაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია დაარსდა 1996 წელს, როდესაც ჯეოსელი გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში (900 MHz სიხშირეზე). პირველი ზარი კომპანიამ 1997 წლის 15 მარტს განახორციელა. კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები. ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო.

2001 წლის 27 მარტს ჯეოსელისა და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის GT მობილურის შერწყმის შედეგად, ჯეოსელი GT მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა (1800 mhz სიხშირეზე), რასაც წინასწარი გადახდის სისტემის, ლაი-ლაის შემოღება მოჰყვა.

2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია TeliaSonera. შესაბამისად, ჯეოსელი გახდა ისეთი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანში (Azercell), მოლდავეთში (Moldcell), ყაზახეთში (Kcell), თურქეთში (Turkcell) მოქმედი GSM ოპერატორები.

2006 წლის მაისში ჯეოსელი UMTS ლიცენზიის მფლობელი ხდება (2100 MHz სიხშირეების სპექტრი). UMTS ლიცენზია აბონენტებს საშუალებას აძლევს, ეზიარონ მესამე თაობის ტექნოლოგიების სამყაროს შესაძლებლობებს, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი მონაცემთა გადაცემა (2 მბ/წმ-მდე), ვიდეო გამოსახულების გადაცემა, მობილური ტელევიზია და მათზე დაფუძნებული მრავალი სხვა სერვისი.

2018 წელს საქართველოს საკომუნიკაციო სექტორში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად ჯეოსელი ქვეყნის უდიდესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა შეიძინა. იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას ჯეოსელის მობილურ სერვისებთან აერთიანებს. გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის მობილიზება სილქნეტისთვის TBC ბანკმა რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან ერთად უზრუნველყო.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]