მაგთიკომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაგთი)
Jump to navigation Jump to search
მაგთიკომი
ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
დაფუძნდა 1996 წლის 12 თებერვალი
დამაარსებელი დოქტორი გიორგი (გია) ჯოხთაბერიძე
მდებარეობა საქართველოს დროშა თბილისი, საქართველო
მფლობელი ITC LLC (USA) და Telcell Wireless LLC (USA)
დარგი ტელეკომუნიკაცია
პროდუქცია მობილური ტელეფონია,
მობილური ინტერნეტი,
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,
სატელიტური ტელევიზია,
ინტერნეტ ტელევიზია (IPTV)
უსადენო ფიქსირებული ტელეფონია,
სადენიანი ფიქსირებული ტელეფონია (VoIP)
ფილიალი 53 აბონენტთა მომსახურების ოფისი; 5 მობილური ოფისი; 66 მომსახურების პუნქტი საზოგადოებრივ ცენტრებში
საიტი magticom.ge

შპს „მაგთიკომი“ (ინგლ. MagtiCom) — ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც 1996 წლის 12 თებერვალს დააფუძნა დოქტორმა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ. კომპანიამ პირველი კომერციული ზარი მობილური ქსელიდან 1997 წლის 22 სექტემბერს განახორციელა.

„მაგთიკომის“ სერვისები მოიცავს: მობილურ ტელეფონიას; მობილურ ინტერნეტს (მოიცავს მობილური ქსელის განვითარების ყველა ტექნოლოგიას: 2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G); უსადენო ფიქსირებულ ტელეფონიას (ბრენდი „მაგთიფიქსი“, 2008 წლიდან); სადენიან ფიქსირებულ ტელეფონიას (VoIP); სატელიტურ ტელევიზიას (ბრენდი „მაგთისატი“,  2012 წლიდან; საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პირველი ოპერატორი); ინტერნეტ ტელევიზიას (IPTV) (2016 წლიდან) და ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს (2016 წლიდან).

დღეისათვის „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გაერთიანებულია ყველა თაობის  მობილური ტექნოლოგია: GSM (2G და 2.5G. ქსელი მუშაობს 900 და 1800 მეგაჰერც სიხშირეზე), UMTS და HSPA+ (3G და 3.5G. ქსელი მუშაობს 900 და 2100 მეგაჰერც სიხშირეზე და LTE (4G და 4.5G.  ქსელი მუშაობს 800 და 1800 მეგაჰერც სიხშირეზე). კომპანია, რიგი სერვისების მისაწოდებლად, ასევე იყენებს CDMA 450 მეგაჰერც სიხშირეს. 

„მაგთიკომი“ ყველაზე ვრცელი დაფარვის არეალით არის წარმოდგენილი (7058 საბაზო სადგური) და საქართველოს დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს. „მაგთიკომი“ მობილურ ბაზარზე ლიდერია (ბაზრის წილი: 40.8%; 2019 წლის აგვისტო). მომსახურების ფართო ქსელით - 53 ოფისით, 66 საზოგადოებრივი ცენტრით და 5 მობილური ოფისით - მაგთიკომი 3 მილიონამდე აბონენტს ემსახურება. 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით „მაგთიკომის“ წვლილი ქართული ეკონომიკის გავითარებაში წარმოადგენს - 1.900.173.911  ლარს.[1]

2016 წლიდან, „მაგთიკომი“ ISP ოპერატორი და, შედეგად, სრული საკომუნიკაციო სერვისის მიმწოდებელია.[2]

2017 წლის ნოემბრიდან "მაგთიკომმა" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა და პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს. [3]

სექციების სია

მფლობელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპს „მაგთიკომი“ 1996 წლის 12 თებერვალს დააფუძნა დოქტორმა გიორგი (გია) ჯოხთაბერიძემ, რომელიც კომპანიის 54%-ს ფლობს და სრული კონტროლი აქვს მასზე. მფლობელებისა და მათი პროცენტული წილის განაწილების შესახებ იხ. სქემა 1. 

(სქემა 1,)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნიშვნელოვანი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაგთიკომის ლოგო, 2016 წელი
    1997 წლის 22 სექტემბერი - „მაგთიკომის“ ქსელიდან პირველი კომერციული ზარი განხორციელდა;
  • 2001 წელი - GPRS ქსელის მშენებლობის შედეგად პირველი GPRS ზარი განხორციელდა;
  • 2005 წელი - ოპერირება დაიწყო „მაგთიკომის“ ახალგაზრდულმა ბრენდმა „ბალი“.
  • 2005 წელი - „მაგთიკომი“ 800 მეგაჰერცის სტანდარტი CDMA-ს საექსპლუატაციო ლიცენზიის მფლობელი გახდა;
  • 2006 წელი - 3G ქსელის გამართვის შედეგად გაეშვა 3G სერვისები: ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი;
  • 2008 წლის აპრილი - ოპერირება დაიწყო „მაგთი ფიქსმა“ - CDMA ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა „მაგთიკომის“ ფიქსირებული ტელეფონიის სერვისმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს ფიქსირებული სატელეფონო კავშირი ჰქონდეს ისეთ რეგიონებში, სადაც საქართველოს რთული რელიეფის გამო აქამდე ანალოგიური მომსახურების მიწოდება ვერ ხერხდებოდა;
  • 2009 წელი - „მაგთიკომმა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის შექმნის ფარგლებში, საქართველოს ყველა რესურსცენტრისა და საჯარო სკოლის ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო. „მაგთიკომმა“ ქსელის გამართვა დათქმულ ვადაზე ადრე დაასრულა, მთელს საქართველოში 2150-ზე მეტი საჯარო სკოლა და რესურსცენტრი ჩართო და დღემდე ემსახურება;
  • 2010 წელი - ოპერირება დაიწყო „მაგთიკომის“ მესამე მობილურმა ბრენდმა „ბანი“;
  • მაგთი GSM-ის ლოგო, 1997 წელი
    2012 წლის იანვარი - ამოქმედდა „მაგთისატი“ - საქართველოში თანამგზავრული მაუწყებლობის პირველი ოპერატორი, რომელიც ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მაღალი ხარისხის ტელემაუწყებლობას უზრუნველყოფს;
  • 2013 წლის დეკემბერი -  „მაგთიკომმა“ საკუთარი წარმოების, ქართულ ენაზე გახმოვანებული 3 ახალი კინოარხი შესთავაზა „მაგთისატის“ მომხმარებელს - „მაგთი ჰიტი“, „მაგთი კინო“, „ჩვენი მაგთი“ - რითაც თანამგზავრული ოპერატორობის პარალელურად, მაუწყებლობასაც ჩაუყარა საფუძველი;
  • 2015 წლის 1 თებერვალი -  გაეშვა „მაგთიკომის“ 4G/LTE ქსელი, რომლის დაფარვის არეალიც საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 92%-ს მოიცავს;
  • 2016 წლის 30 მაისი - შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას;
  • 2016 წლის 31 მაისი - "მაგთიკომმა“, პირველად საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე, თავის მომხმარებელს შესთავაზა 4.5G LTE-Advanced ქსელი;
  • 2016 წლის 1 აგვისტო - "მაგთიკომმა“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის (IPTV), ფიქსირებული ტელეფონიისა და ჰოსტინგის სერვისის მიწოდება დაიწყო, რის შემდეგაც ის სრულ საკომუნიკაციო მომსახურებას - მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, ინტერნეტსა და ტელევიზიას - სთავაზობს მომხმარებელს; [4]
  • 2016 წლის 21  ნოემბერი - "მაგთიკომსა" და "დელტაკომს" შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომის  100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი;
  • 2017 წლის ნოემბრიდან "მაგთიკომმა" ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტის ბაზარზეც ლიდერობა მოიპოვა და პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს; [3]
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის მაისის მონაცემებით, მაგთიკომი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის, ტელევიზიის (ტრანზიტული მაუწყებლობა) და მობილური ტელეფონიის ბაზარზე სტაბილურად ლიდერობს.;[3]
  • 2018 წლის 2 მაისი - პირველად საქართველოში "მაგთიკომმა" გაუშვა VoLTE (Voice over Long Term Evolution) ტექნოლოგია;
  • 2019 წლის 18 მარტი - Magti TV PLAY - ტელევიზიის აპლიკაცია სმარტფონისთვის;
  • 2019 წლის 1 აგვისტოს პირველად საქართველოში უახლესი ტექნოლოგია - eSIM მაგთისგან.

მობილური ტელეფონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომში“ პირველი კომერციული ზარი 1997 წლის 22 სექტემბერს განხორციელდა.

დღეისათვის „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში გაერთიანებულია ყველა თაობის  მობილური ტექნოლოგია:

  • GSM (2G და 2.5G;  ქსელი მუშაობს 900 და 1800 მეგაჰერც სიხშირეზე)
  • UMTS და HSPA+ (3G და 3.5G;  ქსელი მუშაობს 900 და 2100 მეგაჰერც სიხშირეზე)
  • LTE (4G და 4.5G; ქსელი მუშაობს 800 და 1800 მეგაჰერც სიხშირეზე) 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მაგთიკომს 2,064,840 აბონენტი ჰყავს.[3]

ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ თავის მომხმარებელს ორი ტიპის ინტერნეტ-სერვისს სთავაზობს: 2001 წლიდან მობილურ ინტერნეტს, ხოლო 2016 წლიდან - საცალო ბაზრისთვის განკუთვნილ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს.

მობილური ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომის“ მომხმარებელი WAP სერვისის გამოყენებით ინტერნეტით 2001 წლიდან სარგებლობს. GPRS ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერნეტი კი მომხმარებელს კომპანიამ 2002 წელს შესთავაზა, რომელსაც მალე HSDPA, HSPA და HSPA+ ტექნოლოგიები მოჰყვა. 2015 წლიდან „მაგთიკომი“ 4G LTE ინტერნეტქსელს აწვდის, 2016 წლის მაისიდან კი 4,5G, იგივე LTE Advanced ქსელს სთავაზობს მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ „მაგთიკომი“ ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელსაც 4,5G (LTE Advanced) ქსელი აქვს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, წლების განმავლობაში „მაგთიკომს“ ინტერნეტმოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.[5]

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი მომხმარებელს მიეწოდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მეშვეობით, რაც დღეისათვის ყველაზე თანამედროვე ქსელურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. აღნიშნული ქსელი გამოირჩევა მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარითა და ხარისხით. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით მაგთიკომი ბაზრის ლიდერია; კომპანიას 415,717 ინტერნეტაბონენტი ჰყავს.[3]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ მომხმარებელს ორი ტიპის ტელევიზიას სთავაზობს -  2012 წლიდან სატელიტურ ტელევიზიას „მაგთისატი“, ხოლო 2016 წლიდან - IPTV-ს. 

„მაგთიკომი“ ლიდერია  ტელევიზიის (ტრანზიტული მაუწყებლობა) ბაზარზეც . ოფიციალური მონაცემებით 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით მაგთიკომს 326,632 აბონენტი ჰყავს.[3]

მაგთისატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგთიკომის მიწისზედა თანამგზავრული სადგური

„მაგთისატი“ არის საქართველოში პირველი თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორი. მან ფუნქციონირება 2012 წლის იანვარში დაიწყო და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ფასიანი სატელიტური ტელემაუწყებლობის პირველი ოპერატორი იყო. მაგთისატი მაუწყებლობს თანამგზავრიდან Astra 5B. მაუწყებლობა  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

მაგთისატი არხების ტრანსლირებას ახდენს ორი, SD და HD ფორმატით.[6]

IPTV[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IPTV ინტერნეტპროტოკოლით (IP) გავრცელებული ტელევიზიის სტანდარტია. ამ სტანდარტით მომხმარებელს შეუძლია ეთერის მართვა, გადახვევა და დაპაუზება. IPTV-ის ფარგლებში შესაძლებელია სასურველი გადაცემის უკან დაბრუნება, ნებისმიერი გადაცემის შეჩერება და შემდეგ იმავე ადგილიდან გაგრძელება.

საკუთარი წარმოების არხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთისატი“ 2013 წლის დეკემბრიდან მომხმარებელს საკუთარი წარმოების, ქართულ ენაზე გახმოვანებულ 3 კინოარხს სთავაზობს - „მაგთი ჰიტი“, „მაგთი კინო“ და „ჩვენი მაგთი“. 2016 წლიდან არხები ხელმისაწვდომია მაგთის IP ტელევიზიის მომხმარებლისთვისაც.

ფიქსირებული ტელეფონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ ბაზარზე წარმოდგენილია ფიქსირებული ტელეფონიის ორი ტექნოლოგიით  - რადიო და სადენიანი.

მაგთი ფიქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგთი ფიქსი წარმოადგენს უსადენო ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებას, რომელიც ოპერირებისთვის იყენებს CDMA 450 ტექნოლოგიას (ოპერირებს 450 მეგაჰერც სიხშირეზე). „მაგთი ფიქსის“ უსადენო ფიქსირებულ ქსელს ახასიათებს სიგნალის გავრცელების ძალზე მაღალი მახასიათებელი, რაც მას შეუცვლელს ხდის რეგიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც სადენიანი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

სადენიანი ფიქსირებული ტელეფონია (VoIP)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VoIP ტექნოლოგია წარმოადგენს სადენიან ფიქსირებულ ტელეფონიას, რომელიც ხორციელდება ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მეშვეობით. ტრადიციული სატელეფონო კავშირისგან განსხვავებით, აქ ხმოვანი სიგნალი ციფრული სახით გადაიცემა. საცალო ბაზარზე სადენიანი ფიქსირებული ტელეფონიის შეთავაზება “მაგთიკომმა” 2016 წლიდან დაიწყო.

მაგთიკომის ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Magticom4-5.jpg

„მაგთიკომის“ ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების ქრონოლოგია:

  • 2001 წელი - 2G ტექნოლოგია - SMS  და მცირე მოცულობის მონაცემთა გადაცემა WAP ტექნოლოგიით
  • 2002 წელი - 2,5G ტექნოლოგია- MMS  და GPRS ტექნოლოგია
  • 2006 წელი - 3G ტექნოლოგია - UMTS უსადენო ფართოზოლოვანი კავშირი მობილურებისთვის
  • 2009 წელი - 3,5G ტექნოლოგია -  HSDPA, HSPA, HSPA+ მონაცემთა გადაცემა უფრო მაღალი სიჩქარით
  • 2015 წელი - 4G ტექნოლოგია - LTE ქსელი
  • 2016 წელი - 4,5G ტექნოლოგია - იგივე LTE Advanced. 

მე-2, მე-3, მე-4 თაობის მობილური და CDMA ქსელების მიმღებ-გადამცემი სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიას 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 7058 საბაზო სადგური აქვს.

მობილური და ინტერნეტ-ქსელების დაფარვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, “მაგთიკომი” საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ის დაფარვას უზრუნველყოფს.[7]

Coverage map of Magticom.jpg

აბონენტთა მომსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ მომხმარებელს მომსახურებას უწევს როგორც მომსახურების ოფისების, ისე ცხელი ხაზის მეშვეობით, მთელი კვირის განმავლობაში. კომპანიის აბონენტებისთვის ზარი უფასოა.

„მაგთიკომის“ მომსახურების 53 ოფისი (16 თბილისში და 37 საქართველოს სხვადასხვა რეგიონში) მომხმარებელს მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში ემსახურება, ოფისების ნაწილი მუშაობს შაბათ-კვირასაც.[7] დამატებით, „მაგთიკომის“ მომსახურების ოფისები გახსნილია 66 საზოგადოებრივ ცენტრში, მთელს საქართველოში.[7] მომხმარებელს აგრეთვე „მაგთიკომის“ 5 მობილური ოფისი ემსახურება.

აბონენტების მომსახურების წარმომადგენლები „ვებ-ჩატის“ საშუალებითაც ემსახურებიან მომხმარებლებს.

როუმინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომი“ მომხმარებელს როუმინგულ მომსახურებასაც სთავაზობს.[8] კომპანიის როუმინგ-პარტნიორების სიაში 191 ქვეყანა და 440 ოპერატორია (აგვისტო 2019).

კულტურული და სოციალური პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ ეგიდით „მაგთიკომმა“, სხვადასხვა მიმართულებით, ასეულობით პროექტი განახორციელა, მათ შორის ქართული კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, ხელოვნებისა და განათლების მხარდასაჭერად. ეროვნულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ქართველ მოღვაწეთა ნამუშევრების წიგნად/ალბომად გამოცემა, რომელიც პრეზენტაციის დღეს უფასოდ რიგდება. „მაგთიკომის“ არქივში ინახება ათობით მწერლის, პოეტის, მხატვრის, მოქანდაკისა თუ არქიტექტორის ნამუშევრები - წიგნები, ტომეულები და ალბომები.

ჟურნალი "მუდმივი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მაგთიკომის“ კვარტალური ჟურნალი „მუდმივი“ 1999 წლიდან გამოიცემა.[9] ჟურნალი ასახავს როგორც „მაგთიკომში“ მიმდინარე სიახლეებს, ისე ტექნოლოგიური წინსვლის მსოფლიო მაგალითებსა თუ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას.

ჟურნალ „მუდმივის“ სრული ელექტრონული ვერსიის ნახვა „მაგთიკომის“ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. ბეჭდური სახით მისი ტირაჟი 25 000 ერთეულს შეადგენს. ჟურნალი უფასოა.

დისტრიბუცია ხორციელდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

მაგთი კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგთი კლუბი კულტურული ცენტრია, სადაც ხშირად იმართება ხელოვნების საღამოები, გამოფენები, საიუბილეო შეხვედრები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]