სილვია მეთიუს ბიორუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სილვია მეთიუს ბიორუელი
Sylvia Mathews Burwell
სილვია მეთიუს ბიორუელი Sylvia Mathews Burwell
აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ივნისი, 2014 – 20 იანვარი, 2017
პრეზიდენტი  ბარაკ ობამა
წინამორბედიკეთლინ სიბელიუსი
მემკვიდრენორის კოჰრანი

ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აპრილი, 2013 – 9 ივნისი, 2014
პრეზიდენტიბარაკ ობამა
წინამორბედიჯეიკობ ლიუ
მემკვიდრეშონ დონოვანი

დაბადებული23 ივნისი, 1965
ჰინტონი, დასავლეთი ვირჯინია, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
განათლებაჰარვარდის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი

სილვია მერი მეთიუს ბიორუელი (ინგლ. Sylvia Mary Mathews Burwell), დაბადებით სილვია მერი მეთიუსი (ინგლ. Sylvia Mary Mathews; დ. 23 ივნისი 1965) — ამერიკელი პოლტიკოსი, აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 22-ე მდივანი (2014—2017). 2017 წლის 1 ივნისიდან ამერიკული უნივერსიტეტის პირველი ქალი დირექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვია მეთიუსი დაიბადა და გაიზარდა დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ ჰინტონში, ქალაქის ყოფილი მერის კლეო მეთიუსისა (ქალიშვილობაში მარუდასი) და დოქტორ უილიამ პიტერ მეთიუსის შვილი. დედის ხაზით ბებია და ბაბუა ვასილიკი მპაკარესი და დენის მადურასი საბერძნეთიდან იმიგრანტები იყვნენ, ისევე როგორც მისი ბებია და ბაბუა მამის მხრიდან[1].

1987 წელს სილვია მეთიუსმა წარმატებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მიიღო სახელმწიფოს მართვის ბაკალავრის სტატუსი. როდსის სტიპენდიით მიიღო ფილოსოფიის, ეკონიომიკისა და პოლიტიკის ბაკალავრის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში.

1990 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა McKinsey and Company-ში, რომელიც 1992 წელს შედიოდა ბილ კლინტონის გარდამავალი ეკონომიკური ჯგუფის შემადგენლობაში. 1993 წწლიდან 1995 წლამდე იყო ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი, 1995-1997 წლებში ხელმძღვანელობდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ედვარდ რუბინის აპარატს, ხოლო 1997-1998 წლებში პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეა. 2001 წელს მუშაობა დაიწყო ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში, სადაც ეკავა მთავარი საოპერაციო დირექტორის თანამდებობა. 2011 წლის 14 მარტს გახდა საქველმოქმედო ფონდ Walmart-ის პრეზიდენტი.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მეტიუს ბრიუელი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს, სადაც მუშაობის პერიოდშ გაატარა ჯანმრთელობის დაცვისა პაციენტთა დაცვის რეფორმები[2].

2014 წლის 11 აპრილს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მეტიუს ბრიუელის კანდიდატურა წარადგინა აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და საოციალური სამსახურის მდივნის თანამდებობაზე[3]. 2014 წლის 5 ივნისს სენატმა ხმათა უმრავლესობით (78 ხმა 17-ის წინააღმდეგ) იგი თანამდებობაზე დაამტკიცა. ყველა სენატორი ვინც საწინააღმდეგო ხმა მისცა ეკუთვნოდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის რიგებს, მაგრამ 24 რესპუბლიკელი შეუერთდა 52 დემოკრატს და ორ დამოუკიდებელ კანდიდატს[4]. 2014 წლის 9 ივნისს სილვია მეთიუს ბიორუელმა დაიკავა ჯანმრთელობის დაცვისა და საოციალური სამსახურის მდივნის თანამდებობა[5].

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ერთ კვირაში ამერიკულმა უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ უნივერსიტეტის შემდეგი პრეზიდენტი იქნება სილვია ბიორუელი, რომელიც მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2017 წლის 1 ივნისს[6]. გახდა ამერიკული უნიოვერსიტეტის მე-15 და 1-ლი ქალი პრეზიდენტი[7].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს სილვია მეთიუსი ცოლად გაჰყვა სტივენ ბიორუელს, მათ შეეძინათ ორი შვილი[8].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Obama Nominates Greek-American Sylvia Matthews Burwell as Secretary of HHS. USA Greek Reporter (2014-04-13). ციტირების თარიღი: 2016-04-24.
  2. Sylvia Mathews Burwell. Bloomberg. ციტირების თარიღი: 2016-04-22.
  3. Michael D. Shear and David S. Joachimapril. (2014-04-11) Obama Names Health Pick, Veteran of Fiscal Battles. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-04-24.
  4. Robert Pear. (2014-06-05) Burwell Wins Confirmation as Secretary of Health. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-04-23.
  5. Sylvia Mathews Burwell. Huffington Post. ციტირების თარიღი: 2016-04-23.
  6. Sylvia Mathews Burwell (June 2, 2017). ციტირების თარიღი: June 18, 2017
  7. Former HHS Secretary Burwell Is American University’s Next President. ციტირების თარიღი: January 26, 2017.
  8. Bio: HHS secretary nominee Sylvia Mathews Burwell. MailOnline (2014-04-12). ციტირების თარიღი: 2016-04-22.