ოვეტა კალპ ჰობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოვეტა კალპ ჰობი
Oveta Culp Hobby
ოვეტა კალპ ჰობი Oveta Culp Hobby
აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აპრილი, 1953 – 13 ივლისი, 1955
პრეზიდენტი  დუაიტ ეიზენჰაუერი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრემარიონ ბეიარდ ფოლსომი

დაბადებული19 იანვარი, 1905
კილინი, ტეხასი, აშშ
გარდაცვლილი16 აგვისტო, 1995
ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეუილიამ პეტუს ჰობი
განათლებამარდი ჰარდინ-ბეილორის უნივერსიტეტი, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტი

ოვეტა კალპ ჰობი (ინგლ. Oveta Culp Hobby; დ. 19 იანვარი, 1905, კილინი, ტეხასი, აშშ — გ. 16 აგვისტო, 1995, ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი (1953—1955 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვეტა კალპი დაიბადა 1905 წლის 19 იანვარს ტეხასი შტატის ქალაქ კიპლინში, აიზეკ უილიამ კალპისა და ემა ელიზაბეთ ჰუვერის ოჯახში. სწავლობდა დამოუკიდებლად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლობდა მერი ჰარდინ ბეილორის ქალთა კოლეჯში, მაგრამ არ დაუსრულებია. ასევე სწავლობდა სამხრეთ ტეხასის იურიდიულ სკოლაში, მაგრამ დიპლომი არც იქ აუღია.

21 წლის ასაკში მან დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1931 წელს, იგი დაოჯახდა ტეხასის ყოფილ გუბერნატორზე და „ჰიუსტონ პოსტის“ გამომცემელ უილიამ ჰობზე. ამის მერე ძალიან მალე იგი გაზეთის რედაქტორი გახდა. მოგვიანებით აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი და გაზეთის გამომცემელი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს ქალთა დეპარტამენტს. შემდეგ იგი დაინიშნა ქალთა დამხმარე არმიის კორპუსის დირექტორად, აღნიშნული კორპუსი შეიქმნა ქალების სამხედრო სამსახურში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. თუკი აქამდე ჯარში ერთდერთი ქალი მედდა იყო, კორპუსის შექმნამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ომის დროს თავად ჰობმა მიაღწია პოლკოვნიკის წოდებას და მიენიჭა მედალი „გამოჩენილი დამსახურებისათვის“, გახდა აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ეს ჯილდო.

1953 წელს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა იგი დანიშნა უსაფრთხოების ფედერალური სააგენტოს მეთაურად, თუმცა სააგენტო რამდენიმე თვის შემდეგ გაუქმდა.

1953-1955 წლებში იყო ახლადშექმნილი აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის სამდივნოს პირველი ხელმძღვანელი. 1955 წელს გადადგა თანამდებობიდან და დაბრუნდა ჰიუსტონში. დაახლოებით ამავე დროს, იგი გახდა ერთ-ერთი ფიგურა კატერის ლაბორატორიის გარშემო მომხდარ სკანდალში. ჰიუსტონში, იგი კვლავ გახდა „ჰიუსტონ პოსტის“ პრეზიდენტი და რედაქტორი; აქტიურად თანამშრომლობდა საზოგადოებრივ მოძრაობებთან და სხვადასხვა მეწარმეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მისი გაწეული საქმიანობებისთვის, 17-მა კოლეჯმა და უნივერსიტეტმა, მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტმა და პენსილვანიის უნივერსიტეტმა, დააჯილდოვა საპატიო დოქტორის ხარისხით. ასევე, ტეხასის რამდენიმე სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდა მისი სახელი.

მის შვილს უილიამ პეტუს ჰობი უმცროსს მრავალი წლის განმავლობაში (1973-1991 წწ.) ეკავა ტეხასის შტატის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა. ქალიშვილი ჯესიკა ცოლად გაჰყვა დიდ ბრიტანეთში აშშ-ის მომავალ ელჩს ჰენრი კლატო უმცროსს. ჯესიკა არის დემოკრატიული პარტიის ეკოლოგიური მოძრაობების აქტივისტი.

გარდაიცვალა ჰიუსტონში, 1995 წლის 16 აგვისტოს 90 წლის ასაკში, დაკრძალულია გლენვუდის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]