სიკვდილი კრედიტით
„სიკვდილი კრედიტით“ | |
---|---|
Mort à credit | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ლუი ფერდინან სელინი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
გამოცემის თარიღი | 1936 |
მთარგმნელი | მერაბ ფიფია |
ქართულად გამოიცა | 2018 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 790 |
ISBN | 9789941300967 |
სიკვდილი კრედიტით (ფრანგ. Mort à credit) 一 ფრანგი ავტორის, ლუი ფერდინან სელინის 1936 წლის რომანი.[1] აღნიშნული ნაწარმოები წარმოადგენს ავტორის 1932 წლის ნაწარმოების - მოგზაურობა ღამის დასალიერში - ერთგვარ სიქველს, რაც იმითაც აიხსნება, რომ ამ ნაწარმოებშიც ნარატორად მწერლის ცნობილი პერსონაჟი, ფერდინანდ ბარდამუ, გველინება, რომელიც აღიარებულია, როგორც მისი ალტერ ეგო. სიუჟეტი არ არის უწყვეტი და შეიცავს უამრავ ფლეშბექებსა თუ ადრინდელ მოგონებებს, შედეგად იგი ხშირად გადადის ფანტაზიებში, განსაკუთრებით ავტორის სექსუალურ ესკაპადებში. მოვლენების განვითარებასთან ერთად, ნაწარმოების სტილი უფრო და უფრო მიზანმიმართული და უხეში ხდება, ხოლო ყოველდღიური პარიზული ტრაგედიის გადმოსაცემად წინადადებები უფრო მკვეთრ ინტენსიურობას იძენენ: ბრძოლა საარსებო წყაროსთვის, ავადმყოფობა, ვენერიული დაავადება, ოჯახური ისტორიები და ა.შ.
ნაწარმოების გამოცემამ დიდი შოკი გამოიწვია მთელ ევროპულ ლიტერატურაში. ისტორიაში გადმოცემულია პერსონაჟის თავგადასავალი, დაწყებული ღარიბ პარიზულ უბანში, დამთავრებული აფრიკულ ჯუნგლებში. სასოწარკვეთილების გარგანტუანულ კომედიასთან შერევით, შეიქმნა ახალი სტილი, რომელშიც მზაკვრობა და უხამსობა დაუვიწყარი პოეტური ფრაზებით იყო გასხივოსნებული. სელინის შემოქმედებამ რევოლუციურად იმოქმედა თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაშზე, რის გამოც იგი სამართლიანად მიიჩნევა „შავი კომედიის“ ჟანრის ერთ-ერთ პიონერად.[2]
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი რომანის - მოგზაურობა ღამის დასალიერში - წარმატების შემდეგ სელინმა სწრაფად დაიწყო ახალ რომანზე მუშაობა. ნაწარმოებმა არაერთხელ გამოიცვალასაწყისი სახელწოდება, მათ შორის გამოსარჩევია მკვდარი სიმღერა (Chanson Morte), თუმცა ის საბოლოოდ ზემოხსენებული სახელით შეიცვალა.
ნაწარმოები შეიძლება ფერდინანდ ბარდამუს, ავტორის გამორჩეული პერსონაჟისა და ალტერ ეგოს ისტორიების ერთგვარ სიქველადაც მივიჩნიოთ. იგი მისი წინა ნაწილისგან - მოგზაურობა ღამის დასალიერში - განსხვავებით უფრო დეტალურად აღწერს ავტორის ცნობილი გმირის სახეს და ფარდას ხსნის მის საიდუმლოებებს.
თავდაპირველად ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარ გმირზე შეედგინა სამი ნაწარმოები, თუმცა ეს რიცხვი ერთით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამოსცა ნაწარმოებები - გინიოლის ბანდა და ქვემეხის საკვები.
ნაწარმოები დაყოფილია სამ ნაწილად. პროლოგში ავტორი საუბრობს საკუთარ წარსულზე, როგორც გარეუბნის ექიმი, რომელიც პირისპირ დგას მრავალი უბედურებისა და წვრილმანის წინაშე.
კავშირი სხვა ნაწარმოებებთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანი მოხსენიებულია კურტ ვონეგუტის ნაწარმოების - სასაკლაო ნომერი ხუთი - პირველ თავში.