შინაარსზე გადასვლა

სიგტუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სიგტუნა
Sigtuna

სიგტუნის დომინიკანური ეკლესიის ნანგრევები
გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ისტორიული პროვინცია უპლანდი
ლენი სტოკჰოლმი
კოორდინატები 59°37′00″ ჩ. გ. 17°43′00″ ა. გ. / 59.61667° ჩ. გ. 17.71667° ა. გ. / 59.61667; 17.71667
დაარსდა 980
ფართობი 3,94 კმ²
მოსახლეობა 38,372 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1823,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 08
საფოსტო ინდექსი 193
ოფიციალური საიტი sigtuna.se
სიგტუნა — შვედეთი
სიგტუნა

სიგტუნა (შვედ. Sigtuna)— ქალაქი ცენტრალურ შვედეთში, სტოკჰოლმის საქალაქო აგლომერაციაში. განლაგებულია მელარენის ტბის ნაპირზე ბალტიის ზღვაში გასასვლელთან. მოსახლეობა 7204 (2005)

ქალაქ სხვადასხვა წყაროებით ერიკ VI ძლევამოსილმა, ან ოლაფ შიოტკუნგმა დააარსა დაახლოებით 1000 წელს. არქეოლოგიური გათხრებით კი დგინდება, რომ ქალაქის მოსახლეობა გაცილებით ადრინდელია.

წარსულში შვედეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, ადრეული ქრისტიანიზაციის ეპოქაში პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი, XI-XII საუკუნეების ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ადგილი.

990 წელს შვედეთში პირველად აქ გამოიჭედა ვერცხლის მონეტები, რაზეც მეფე ოლაფ შიოტკუნგის გამოსახულება იყო დატანებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]