სიგავი
ოლქი | |||
---|---|---|---|
სიგავი ფრანგ. Sigave | |||
| |||
ქვეყანა | უოლისი და ფუტუნა | ||
ადმ. ცენტრი | Leava | ||
კოორდინატები | 14°16′00″ ს. გ. 178°10′00″ დ. გ. / 14.26667° ს. გ. 178.16667° დ. გ. | ||
ფართობი | 30 კმ² | ||
მოსახლეობა | 1457 კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 48,57 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] | ||
საფოსტო ინდექსი | 98620[1] | ||
სიგავი (მეორე სახელია — სინგავე) (ფრანგ. Sigave, Singave) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უოლისის და ფუტუნას კუნძულების სამიდან ერთი ადმინისტრაციული ოლქი.
მისი ტრადიციული სახელია სიგავის სამეფო.
სიგავის ოლქის შემადგენლობაში შედის კუნძულ ფუტუნას დასავლეთი ნაწილი ჰორნის (ფუტუნას) კუნძულებიდან. ოლქს უკავია კუნძულის დაახლოებით მესამედი — 30 კმ² მთლიანი 83 კმ²-დან.
ოლქის საერთო ფართობია — 30 კმ². მოსახლეობა — 1457 ადამიანი[2] (2013 წელი). ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ლეავა, რომელშიც ცხოვრობს 368 ადამიანი (2013 წელი).
ოლქის დანარჩენი დასახლებული პუნქტები:
- ფიუა (302 ადამიანი);
- ნუკუ (257 ადამიანი);
- ტოლოკე (194 ადამიანი);
- ტავაი (177 ადამიანი);
- ვაისეი (159 ადამიანი).
ოლქის ეკონომიკაში ჭარბობს ნატურალური სოფლის მეურნეობა და მცირე თევზჭერა ადგილობრივ ლაგუნაში.
მოსახლეობის უმრავლესობა პოლინეზიური წარმოშობისაა (97,3 %). ასევე მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ევროპელები.
ოლქის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა — კათოლიკეა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობის რაოდენობის მონაცემები (ინგლისური)
- უოლისის და ფუტუნას რუკა (ინგლისური)
- სიმბოლიკა (ინგლისური)