სიბგატულა მოჯადედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიბგატულა მოჯადედი

სიბგატულა მოჯადედი (პუშტუ صبغت الله مجددي, დ. 21 აპრილი, 1925, ქაბული, ავღანეთი[1] — გ. 11 თებერვალი, 2019[2]) — პუშტუნების სულიერი ლიდერი, მოჯაჰედების ლიდერი 1989–1992 წლებში, ავღანეთის პრეზიდენტი 1992 წლის 28 აპრილიდან 28 ივლისამდე.

1979 წელს პაკისტანის ტერიტორიაზე დააარსა ავღანეთის გადარჩენის ეროვნული ფრონტი. 1992 წლის 28 აპრილს ხელისუფლება ჩაიბარა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ჰატეფისაგან და გახდა ავღანეთის ისლამური სახელმწიფოს პრეზიდენტი და ჯიჰადის საბჭოს ხელმძღვანელი. ამავე წლის 28 ივნისს ხელისუფლება გადასცა ეროვნებით ტაჯიკ ბურჰანუდინ რაბანს. თუმცა ამით სამოქალაქო ომი არ დასრულებულა. პუშტუნი (გულბედინ ჰექმათიარი), ტაჯიკი (აჰმად შაჰ მასუდი, ისმაილ-ხანი) და უზბეკი (აბდულ-რაშიდ დუსტუმი) საველე მეთაურები ერთმანეთში ბრძოლას განაგრძობდნენ.

თავისუფლად ფლობდა დარის, პუშტუს, არაბულს, ურდუს და ინგლისურს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. سوانع مختصر پروفیسور حضرت صبغت الله مجددی ریس دولت اسلامی افغانستان / نگارنده شاآغا صدیق مجددی. [کابل] : انجمن فرهنگی ومطبوعاتی جبهه ملی نجات افغانستان، [1375؟] (11 February 1979).
  2. Former Afghan President Sibghatullah Mojaddedi dies (11 February 2019).