შინაარსზე გადასვლა

მუჰამედ დაუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ დაუდი
سردار محمد داود خان
ავღანეთის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 თებერვალი, 1977 – 27 აპრილი, 1978
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივლისი, 1973 – 27 აპრილი, 1978
წინამორბედიმუჰამედ მუსა შაფიკი
მემკვიდრენურ მუჰამედ თარაქი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 სექტემბერი, 1953 – 10 მარტი, 1963
მონარქი  ზაჰირ-შაჰი
წინამორბედიშაჰ მაჰმუდ ხანი
მემკვიდრემუჰამედ იუსუფი

დაბადებული18 ივლისი, 1909
ქაბული, ავღანეთი
გარდაცვლილი28 აპრილი, 1978
ქაბული, ავღანეთი
პოლიტიკური პარტიაეროვნული რევოლუციის პარტია
მამამუჰამედ აზიზ ხანი
განათლებაქაბულის სამხედრო აკადემია

მუჰამედ დაუდი (سردار محمد داود خان) (დ.18 ივლისი, 1909, ქაბული, ავღანეთი — გ. 28 აპრილი, 1978, ქაბული, ავღანეთი) — ავღანეთის პირველი პრეზიდენტი (1977-1978 წწ.) და ორგზის პრემიერ-მინისტრი (1953-1963 და 1973–1978 წწ.). გენერალი.

დაიბადა პუშტუნების არისტოკრატიულ ოჯახში. მამა მუჰამედ აზიზ ხანი იყო ავღანეთის მეფე მუჰამედ ნადირ-შაჰის (1929-1933 წწ.) ნახევარძმა. უმცროსი ძმა მუჰამედ ნაიმი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი 1953—1963 წლებში, ხოლო ბიძაშვილი ზაჰირ-შაჰი — ავღანეთის მეფე 1933–1973 წლებში, გარდა ამისა დაქორწინებული იყო მის შვილზე.

დაწყებითი განათლება მიიღო ქაბულის ერთ-ერთ ლიცეუმში ინგლისურ ენაზე. 1921 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში და სწავლობდა სამხედრო სასწავლებელში. ავღანეთში დაბრუნდა 1930 წელს და სწავლა გააგრძელა ქაბულის სამხედრო აკადემიაში.

1973 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხო მონარქიული რეჟიმი, მეფე ზაჰირ-შაჰი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა ჩამოაგდო ტახტიდან და სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკური მმართველობის ავღანეთს. 1978 წლის 28 აპრილს, თავად იქნა დამხობილი. მოკლეს სამხედრო გადატრიელების მეორე დღეს და საიდუმლოდ დაკრძალეს ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე ძმათა სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]