სექსი დიდ ქალაქში 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სექსი დიდ ქალაქში 2

ფილმის პოსტერი
რეჟისორი მაიკლ პატრიკ კინგი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი მაიკლ პატრიკ კინგი
ეფუძნება კენდეს ბუშნელის პერსონაჟებს
ისტორია დარენ სტარი
როლებში
მუსიკა აარონ ციგმანი
ოპერატორი ჯონ ტომასი
მონტაჟი მაიკლ ბერენბაუმი
მწარმოებელი კომპანია Avery Pix[1]
დისტრიბუტორი New Line Cinema[1]
გამოსვლის თარიღი
  • მაისი 27, 2010 (2010-05-27)
ხანგრძლივობა 146 წუთი[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 95 მილიონი აშშ დოლარი[3][4]
შემოსავალი 294.6 მილიონი აშშ დოლარი[4]

სექსი დიდ ქალაქში 2 (ინგლ. Sex and the City 2) — 2010 წლის ამერიკული რომანტიკული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარის ავტორი და თანაპორდიუსერია მაიკლ პატრიკ კინგი.[5] წარმოადგენს 2008 წელს გამოსული ფილმის „სექსი დიდ ქალაქში“ პირდაპირ გაგრძელებას,[6] დაფუძნებული HBO-ს ამავე სახელწოდების კომედიურ-დრამატულ ტელესერიალზე (რომელიც, თავის მხრივ დაფუძნებულია კენდეს ბუშნელის ამავე სახელწოდების 1997 წლის რომანზე). ფილმში, ისევე როგორც სერიალში და მის წინამორბედში, ნაჩვენებია ოთხი მეგობრის, კერი ბრედშოუს, სამანტა ჯოუნსის, შარლოტ გოლდენბლატისა და მირანდა ჰობზის ცხოვრება. სიუჟეტი მიმდინარეობს წინა მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ.

ფილმში მონაწილეობენ: სარა ჯესიკა პარკერი (კერი ბრედშოუ), კიმ კეტროლი (სამანტა ჯოუნსი), კრისტინ დეივისი (შარლოტ გოლდენბლატი), სინთია ნიქსონი (მირანდა ჰობზი) და კრის ნოთი (ჯონ პრესტონი). ფილმში კამეო როლებით ჩნდებიან ლაიზა მინელი, მაილი საირუსი,[7] ტიმ განი, რონ უაიტი, ომიდ დჯალილი, პენელოპე კრუსი,[8] ნორმ ლუისი, კელი ო’ჰარა და რაიან სილვერმანი.

„სექსი დიდ ქალაქში 2“-ის პრემიერა შედგა 2010 წლის 27 ივლისს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში კი იმავე წლის 28 მაისს. ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 95 მილიონი აშშ დოლარი,[4] ხოლო მსოფლიოს მასშტაბით შემოსავალმა — 294.6 მილიონი აშშ დოლარი.[4]

განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე „სექსი დიდ ქალაქში 2“ ფლობს 16%-იან რეიტინგს,[9] Metacritic-ზე — 27/100.[10] ფილმმა მიიღო ოქროს ჟოლოს 7 ნომინაცია: ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი, ყველაზე ცუდი გაგრძელება, ყველაზე ცუდი სურათი,[11] ყველაზე ცუდი სცენარი, ყველაზე ცუდი რეჟისორი და ყველაზე ცუდი მეორხარისხოვანი მსახიობი ქალი. 2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა ფილმის DVD და Blu-ray ვერსია.[12] 2010 წლის 25 მაისს გამოსცეს ფილმის საუნდტრეკი, სადაც შედის 18 კომპოზიცია. 2016 წელს დაანონსდა ფილმის მესამე ნაწილი, თუმცა მასზე მუშაობა შეწყდა.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Sex and the City 2 (2010). AFI Catalog of Feature Films. წაკითხვის თარიღი: 2018-01-01.
  2. Sex and the City 2 (15). British Board of Film Classification (13 მაისი, 2010). წაკითხვის თარიღი: 19 ივნისი, 2016.
  3. Fritz, Ben. “Movie Projector: 'Sex and the City' ladies to rule over 'Prince of Persia'“, Los Angeles Times, Tribune Company, 27 მაისი, 2010. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2010. „Warner's New Line Cinema unit co-financed "Sex and the City 2" with partner Village Roadshow Pictures for about $95 million.“ 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Sex and the City 2 (2010) - Financial Information.
  5. Sex and the City 2. Turner Classic Movies. Turner Broadcasting System (Time Warner). წაკითხვის თარიღი: 4 ივლისი, 2016.
  6. Sex and the City. Turner Classic Movies. Turner Broadcasting System (Time Warner). წაკითხვის თარიღი: 4 ივლისი, 2016.
  7. Miley Cyrus SEX AND THE CITY 2 SEXY.
  8. Gregory, Jason. (15 ოქოტმბერი, 2009) Penelope Cruz, Liza Minnelli To Appear In Sex And The City 2. Entertainment Wise. წაკითხვის თარიღი: 24 December 2009.
  9. Sex and the City 2 (2010). Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: 18 აპრილი, 2018.
  10. Sex and the City 2. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 2010-05-26.
  11. 'Eclipse,' 'Last Airbender' Lead Razzie Nominations. MTV Movie News (2011-01-24). წაკითხვის თარიღი: 2011-01-24.
  12. "Sex and the City 2" Blu-ray Release Date and Details, The HD Room, 8 აგვისტო, 2010
  13. 'We're Not Doing It:' Sarah Jessica Parker Confirms There Will Be No Sex and the City 3.