შინაარსზე გადასვლა

სესტერცი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრაიანეს სესტერცი, რომი, 116-117 წ.
ადრიანეს, ანტონინუს პიუსის და მარკუს ავრელიუსის სესტერცები

სესტერცი (ლათ.. sestertius) — ორი ასისა და ერთი სემის (ასის ½) ღირებულების ძველრომაული ვერცხლის მონეტა (ავგუსტუსის პერიოდიდან). მისი ღირებულება მის სახელწოდებაშია დაფიქსირებული. სიტყვასიტყვით ის აღნიშნავს ”მესამე ნახევარს” (ლათ. semis + tertius), ე.ი. ორი ასსა და მესამე ნახევარი. მონეტის ნომინალი აღინიშნებოდა ასე „IIS“ („HS“ ან „IIS“), სადაც II — 2 ასსა-ს გამომხატველი რომაული ციფრია, S — სემის (ნახევარს) აღნიშნავდა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეს მნიშვნელობა იქცა დოლარის ნიშნის პროტოტიპად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სესტერცი“-დან