სესილ ტორმეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესილ ტორმეი
უნგრ. Tormay Cécile
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1876(1876-10-08)[1]
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი[2]
გარდაცვალების თარიღი 2 აპრილი, 1937(1937-04-02)[1] [3] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი Mátraháza
დასაფლავებულია ფარკაშრეტის სასაფლაო
საქმიანობა რომანისტი, პოლიტიკური აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი და მწერალი
მოქალაქეობა  უნგრეთი
ჯილდოები Corvin Wreath და Hungarian Heritage Award
პარტნიორ(ებ)ი Lajosné Ambrózy Migazzi[4]

სესილ ტორმეი (დ. 8 ოქტომბერი, 1875/76, ბუდაპეშტი – გ. 2 აპრილი, 1937, მატრაჰაზა) — უნგრელი მწერალი, ინტელექტუალი, მემარჯვენე პოლიტიკური აქტივისტი, ლიტერატურის მთარგმნელი და სოციალური თეორეტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ორივე მშობელი ნაწილობრივ გერმანული წარმოშობის იყო. დედის მხრიდან მისი პაპა, იოზეფ შპიგელი იყო სამშენებლო კონტრაქტორი, დაეხმარა ისტვან სეჩენის ჯაჭვის ხიდის აშენებაში. მისი დედა იყო ჰერმინ ბარკასი, მაგიარის და საქსონის (ლუთერანი გერმანელები ზემო უნგრეთში) ოჯახიდან. მისი ბაბუა მამის მხრიდან, კაროლი კრენმიულერი (ტორმეი) მონაწილეობდა 1848-49 წლების უნგრეთის ნაციონალისტურ რევოლუციაში, როგორც არმიის მაიორი. ტორმეის ოჯახმა დიდგვაროვანთა წოდება მიიღო XIX საუკუნის ბოლოს. მისი მამა, ბელა ტორმეი, ფართოდ იყო აღიარებული, როგორც სოფლის მეურნეობის ექსპერტი, იყო უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და სახელმწიფო მდივანი. სესილი კერძო სტუდენტი იყო, სწავლობდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ და ლათინურ ენებზე. მან უნგრულად თარგმნა წმინდა ფრანცისკე ასიზელის პატარა ყვავილები .

ლიტერატურული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი ორი რომანი იყო კლდეების ხალხი ( Emberek a kövek között, 1911) და ძველი სახლი ( A Régi ház, 1914). მან ასევე დაწერა ხუთი მოთხრობა. თუმცა Bujdosó könyv (1923), სათაური რომელიც ითარგმნება სიტყვასიტყვით The Proscribed Book, ინგლისური თარგმანით გამოიცა, როგორც Outlaw's Diary (1923). მასში მოცემულია 1918–1919 წლების რევოლუციის და შემდგომი უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის მტრული ანგარიშები ბელა კუნის ხელმძღვანელობით. იგი ასევე წუხდა უნგრეთის სამეფოს დაყოფაზე, რამაც გამოიწვია ტერიტორიული დათმობები რუმინეთის სამეფოსთვის . ეს წიგნი მოხსენიებულია, როგორც ტორმეის მხრიდან ანტისემიტიზმის მტკიცებულება, რადგან ის ამტკიცებს, რომ „რევოლუციის დემონი არ არის ინდივიდი, არა პარტია, არამედ რასა რასებს შორის. ებრაელები ძველი აღმოსავლეთის უკანასკნელი ხალხია, რომელიც გადარჩნენ უფრო მოკლე ისტორიის ახალ ხალხებს შორის.“ [5] [6]

ორჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში: 1936 და 1937 წლებში. [7] [8]

1936 წელს იგი გახდა ინტელექტუალური თანამშრომლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი. [9]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესილი ტორმეი არასოდეს დაქორწინებულა, არ ჰყოლია შვილები, მუშაობდა დამოუკიდებელ მწერლად და ეწეოდა ტრადიციულად „მამაკაცურ“ ცხოვრებას. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა მის რადიკალურ მემარჯვენე პოლიტიკურ პოზიციებს ტრადიციული ოჯახის სასარგებლოდ. იგი გახდა დიდი საზოგადოებრივი სკანდალის ნაწილი, როდესაც 1923 წლის 30 ოქტომბერს გრაფმა რაფაელ ზიჩიმ განქორწინება მოითხოვა ცოლთან, გრაფინია ედუარდინა პალავიცინთან, (ეკონომისტის ედე პალავიცინის ქალიშვილი) რომელსაც ადანაშაულებდა სესილი ტორმეისთან „არაბუნებრივ“ ურთიერთობაში. [10] ამ ურთიერთობამ იმ დროს დიდი სკანდალი გამოიწვია და მასზე ფართოდ ალაპარაკდა თანამედროვე პრესა. იქამდე, რომ ორმა ქალმა, თავიანთი იმიჯის დასაცავად, გადაწყვიტეს, ეჩივლათ გრაფ ზიჩისთვის, რომელსაც საბოლოოდ - მიკლოშ ჰორტის პირადი ჩარევით - მიუსაჯეს წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა. [11] მიუხედავად საქმის კოლოსალური იურიდიული დოკუმენტაციისა, ერთადერთი მასალა, რომელიც შემორჩა, იყო სასამართლოს გადაწყვეტილებები, განაჩენი და მოსამსახურეების ჩვენებები. არცერთი ოქმი, ექსპერტის დასკვნა და ცნობილი მოწმეების ჩვენებები არ შემორჩენილა. [10] მსახურები ტორმეის მოიხსენიებდნენ, როგორც csira, ყლორტს - სოფლის დიალექტური სიტყვა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა იქ არანორმატიული სექსუალობის აღსაწერად და კონცეპტუალიზაციისთვის (როგორც მსახურები აცხადებდნენ, ტორმეის უყვარდა პალავიცინი როგორც „მამაკაცს“). [10]

თუმცა, გრაფინია პალავიცინი არ იყო ერთადერთი ქალი ტორმეის ცხოვრებაში: ახალგაზრდობისას მან იმოგზაურა ევროპაში იტალიელ ქალ ფრანჩესკა დ'ორსეისთან ერთად ომამდე თხუთმეტი წლის განმავლობაში; მისი ცხოვრების ბოლო ათწლეულში ისინი ცხოვრობდნენ მატრაჰაზაში, ვილაში, რომელიც იყიდეს გრაფ ლაჟოსნე ამბროზი-მიგაცისთან ერთად. [12] [13]

უკიდურესი მემარჯვენე ფიგურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის იყო მუსოლინის დიდი თაყვანისმცემელი. 1932 წელს, რომის მარშის მეათე წლისთავზე, იგი შეხვდა იტალიელ დიქტატორს და წარუდგინა მას უნგრეთის ქალთა ლიგის კეთილი სურვილები იტალიურ ენაზე გამოსვლაში. [14]

1990-იანი წლებიდან ტორმეი დაუკავშირდა პოლიტიკური ჯგუფებს, რომლებიც იზიარედნბენ მის ულტრამემარჯვენე და ანტისემიტურ შეხედულებებს. [6] გაბორ ვონამ შეაქო იგი 2009 წლის ნოემბერში გამოსვლაში. [15] 2012 წელს უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ, გახსნა ტორმეის ქანდაკება და აღწერეს იგი, როგორც „დიდ პატრიოტი“. [6] ამას მოჰყვა ბუდაპეშტში ქუჩების გადარქმევის მცდელობა ისეთი ანტისემიტების სახელით, როგორებიც არიან ტორმეი და იოზეფ ნიირო, ნაცისტური ისრის ჯვრის პარტიის წევრი. [16] თუმცა ბუდაპეშტის მერმა ისტვან ტარლოშმა შეაჩერა ეს ინიციატივა საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ. [6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Petőfi Literary Museum — 1954.
  3. http://www.fembio.org/biographie.php/frau/frauendatenbank?fem_id=27187
  4. http://hatter.hu/hirszolgalat/leszbikus-irononek-avat-emlektablat-a-homofob-jobbik
  5. Tomay, Cécile (1923) An Outlaw's Diary. 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Lázár, György. Antisemitism of the Orbán regime - Cécile Tormay's statue and plaques (14 February 2019). ციტირების თარიღი: 15 February 2021
  7. The Nomination Database for the Nobel Prize in Literature, 1901–1950.
  8. Nomination Database.
  9. Cécile de Tormay. League of Nations Search Engine. ციტირების თარიღი: 15 February 2021
  10. 10.0 10.1 10.2 Kurimay, Anita (2020) Queer Budapest, 1873–1961. DOI:10.7208/chicago/9780226705828.001.0001. 
  11. Mit titkolt a Nemzet Nagyasszonya?.
  12. Antisemitism of the Orbán regime - Cécile Tormay's statue and plaques. ციტირების თარიღი: 2021-05-13.
  13. Onagy Zoltán: Tormay Cécile, 2009. október 4..
  14. Hungarian translation of the speech of Cécile Tormay in Rome. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-07. ციტირების თარიღი: 2013-06-13
  15. Vona: "Tormay Cécile szelleme bennünk él tovább!". ციტირების თარიღი: 15 February 2021
  16. „Hungary drops plan to name street after antisemitic author Cécile Tormay“. The Guardian (ინგლისური) (7 October 2013). 2013. ციტირების თარიღი: 15 February 2021.