სესილ დევიტ-მორეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესილ დევიტ-მორეტი
ფრანგ. Cécile DeWitt-Morette
დაბ. თარიღი 21 დეკემბერი, 1922(1922-12-21)[1]
დაბ. ადგილი პარიზის VI რაიონი[1] ან პარიზი[2]
გარდ. თარიღი 8 მაისი, 2017(2017-05-08)[1] (94 წლის)
გარდ. ადგილი ოსტინი[3]
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი და მათემატიკოსი[2]
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი, University of Texas at Austin და ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერისტეტი
ალმა-მატერი კაენ-ნორმანდიის უნივერსიტეტი და პარიზის უნივერსიტეტი[4]
მეუღლე Bryce DeWitt
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ღირსების ორდენის კავალერი, Knight of the French Order of Academic Palms, მარსელ გროსმანის პრემია და ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი

სესილ დევიტ-მორეტი ( ფრანგ. Cécile DeWitt-Morette ; დ. 21 დეკემბერი 1922 — გ. 8 მაისი, 2017) — ფრანგი და ამერიკელი მათემატიკური ფიზიკოსი, ფიზიკის სკოლის დამფუძნებელი საფრანგეთის ალპებში ლეზ-უშში. საპატიო ლეგიონის ოფიცერი (2011) [5],მარსელ გროსმანის პრემიის ლაურეატი (2000), საფრანგეთის ღირსების ორდენის კავალერი (1981).[6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესილი დაიბადა პარიზში 1922 წლის 21 დეკემბერს, გაიზარდა კანში და მიიღო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ადგილობრივ უნივერსიტეტში. დაამთავრა მაგისტრატურა პარიზის უნივერსიტეტში. ნორმანდიის დესანტის დღეს, მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ დაბომბვისას. მაგისტრატურის დამთავრებიდან მალევე, სესილ დევიტ-მორეტი დაიქირავა ფრედერიკ ჟოლიო-კიურიმ სამუშაოდ თეორიული ფიზიკის სფეროში. 1946-1947 წლებში მან ასპირანტუაში სწავლის ნაწილი გაატარა ირლანდიაში ვალტერ ჰაიტლერის მეთვალყურეობის ქვეშ. დისერტაციის დაცვის შემდეგ მეზონის ფორმირების შესახებ იგი პარიზიდან გაემგზავრა კოპენჰაგენში.[7]

დისკუსია ლეზ-უშის ფიზიკის სკოლის მთავარ სალექციო დარბაზში 1972 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: იუვალ ნემანი,ბრაის დევიტი, კიპ თორნი, დიმიტრიოს ხრისტოდულუ

1948 წელს გადავიდა პრინსტონში, ნიუ ჯერსიში რობერტ ოპენჰაიმერის მიწვევით, პერპექტიული კვლევების ინსტიტუტში სამუშაოდ იქ შეხვდა ახალგაზრდა ფიზიკოსს ბრაის დევიტს. ისინი დაქორწინდნენ 1951 წლის გაზაფხულზე, რაც იმას გულისხმობდა, რომ სესილი საფრანგეთის ფარგლებს გარეთ იცხოვრებდა. მან მიზნად დაისახა თავისი წვლილი შეეტანა სამშობლოში ფიზიკის განვითარებაში. მას შემდეგ რაც საკუთარ თავზე გამოსცადა საფრანგეთში თანამედროვე ფიზიკის სწავლების ხარვეზები, მან შეიმუშავა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კონცეფცია საფრანგეთის ალპებში . ორთვიან საზაფხულო სკოლაში სტუდენტებისა და პროფესორების მცირე ჯგუფი დაკავებული იყო უახლესი კვლევებით, მუშაობდნენ, ცხოვრობდნენ ერთად და ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა. სკოლაში მოწყობილი ვრცელი კურსები მოიცავდა თემებს საბაზისო ფიზიკიდან უახლეს მიღწევებამდე. 1951 წლის ზაფხულისთვის სესილიმ უკვე შეძლო პირველი ნაკადის ორგანიზება. მან მოიპოვა ისეთი გავლენიანი ფიზიკოსების მხარდაჭერა, როგორებიც იყვნენ ლუი ნელი და ივ როკარი. მიიღო თანხები საფრანგეთის მთავრობისგან, დაიქირავა გამორჩეული მასწავლებლები და სკოლას რეკლამა გაუკეთა. პირველი ნაკადი შედგებოდა 30-მდე მოსწავლისგან, მათგან ნახევარი ფრანგი იყო, ხოლო მეორე ნახევარი უცხოელებისგან შედგებოდა. ისინი მხოლოდ კვების თანხას იხდიდნენ. მასწავლებელთა სიაში შედიოდნენ ლეონ ვან ჰოვე, ვალტერ კონი, ვოლფგანგ პაული, ემილიო სეგრე და ვიქტორ ვაისკოფი. სესილ დევიტ-მორეტი სკოლას 1951 წლიდან 1972 წლამდე მართავდა ოჯახთან ერთად — წყვილს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა. მან სკოლა გადააქცია ფორმალურ დაწესებულებად, დააარსა სამეცნიერო და ადმინისტრაციული საბჭო და მიიღო დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ნატოს სამეცნიერო კომიტეტიდან 1958 წლის შემდეგ. დროთა განმავლობაში მან მოახდინა ძველი ფერმების რეკონსტრუქცია და თანამედროვე შალეების მშენებლობა ცხოვრებისა და განათლებისთვის.[8]

სკოლის განვითარების პარალელურად სესილიმ ფიზიკოსის კარიერა აშშ-ში გააგრძელა. 1952 წელს იგი გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. რიჩარდ ფეინმანთან შეხვედრის შემდეგ, დაინტერესდა მათემატიკური აპარატის შემუშავებით კვანტური თეორიის ფორმულირებისთვის ტრაექტორიის ინტეგრალის მეშვეობით. 1956 წელს ბრაის დევიტი გახდა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის საველე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და სესილიმ იქ დაიწყო მუშაობა მოწვეულ პროფესორად. 1957-1966 წლებში ხელმძღვანელობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტს. 1971 წელს დევიტ-მორეტი გახდა ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, მაგრამ მუშაობდა შეთავსებით ნახევარ განაკვეთზე ასტრონომიის ფაკულტეტზე და არა ფიზიკის, როგორც მისი მეუღლე. [5] სესილის საქმიანობის სფერო უკავშირდებოდა მათემატიკური ფიზიკის, განსაკუთრებით ტრაექტორიის ინტეგრალებს, მათ კლასიკურ საზღვრებსა და ტოპოლოგიას. აქვეყნებდა ნაშრომებს ტალღების გავრცელებისა და ფარდობითობის ზოგადი თეორიის შესახებ, ვარსკვლავების შუქის გადახრაზე 1972 წლის დაბნელების დროს. ხელმძღვანელობდა სტუდენტების მუშაობას. მან გამოსცა წიგნები ივონ ჩოკეტ-ბრუჰატთან ერთად. 1983 წელს შეძლო ფიზიკის ფაკულტეტზე გადასვლა, ხოლო 1987 წელს გახდა პროფესორი სრულ განაკვეთზე. 1993 წელს იგი გახდა ტეხასის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი . დევიტ-მორეტი აქტიურად ცხოვრობდა 90 წლამდე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Fichier des personnes décédées
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database
  3. (unspecified title)doi:10.1063/PT.3.3853
  4. Mathematics Genealogy Project — 1997.
  5. 5.0 5.1 From Wartime Devastation To Academic Discrimination, Cecile DeWitt-Morette Overcame It All.
  6. Profile, cwp.library.ucla.edu; accessed 18 June 2015.
  7. Section III Department of Physics and Astronomy. Retrieved 2023-08-28.
  8. Alexei B. Gaina, Some forgotten relativists,15th Marcel Grossmann Meeting, Rome 2018