შინაარსზე გადასვლა

ივონა შოკე-ბრიუა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივონა შოკე-ბრიუა
ფრანგ. Yvonne Choquet-Bruhat
დაბ. თარიღი 29 დეკემბერი, 1923(1923-12-29)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ლილი[3]
გარდ. თარიღი 11 თებერვალი, 2025(2025-02-11)[4] [3] (101 წლის)
გარდ. ადგილი Mérignac, ჟირონდა
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი[5]
მუშაობის ადგილი ექს-მარსელის უნივერსიტეტი[1] , შამპან-არდენის რეიმსის უნივერსიტეტი[1] , პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი[1] , Pierre and Marie Curie University[1] და პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი[6]
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[1] , პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი, სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი[1] და École normale supérieure de jeunes filles[1]
მეუღლე Gustave Choquet და Léonce Fourès
მამა Georges Bruhat
დედა Berthe Hubert[7]
შვილ(ებ)ი Daniel Choquet, Genevieve[8] და Michelle
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Grand Cross of the National Order of Merit, CNRS silver medal[9] [5] , მარსელ გროსმანის პრემია, კონკურ ჟენერალ[1] , დენი ჰაინემანის პრიზი მათემატიკურ ფიზიკაში[10] , Q110929260?[11] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[1] , საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი[1] , ღირსების ორდენის დიდი ოფიცერი და CNRS bronze medal[5]

ივონა შოკე-ბრიუა (ფრანგ. Yvonne Choquet-Bruhat; დ. 29 დეკემბერი, 1923, ლილი) — ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.

ივონა შოკე-ბრიუა დაიბადა 1923 წლის 29 დეკემბერს, ქალაქ ლილიში. ივონას მეცნიერებისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გაუღვიძა მამამისმა, ჟორჟ ბრიუამ. მანვე ასწავლა შვილს ფიზიკური მოვლენების ახსნა. დედამისი იყო ფილოფოსიის პროფესორი.

20 წლის ასაკში შოკე-ბრიუამ პირველი სამეცნიერო ხარისხი (ბაკალავრის ხარისხი) დაიცვა. 1946 წელს მან დაამთავრა უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი. სწავლის პერიოდში მან კონკურსში ორჯერ გაიმარჯვა და ოქროს მედლები მოიპოვა. 1946 წელს ივონამ სპეციალური გამოცდები ჩააბარა და მიიღო უფლება ესწავლებინა საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ფიზიკა და მათემატიკა. ამ პერიოდში იგი ა. ლიშნეროვიჩმა ფარდობითობის თეორიის შინაარსი ღრმად გაარკვია. იგი ამ დღიდან ფიზიკის ნახსენებ ფუნდამენტურ დარგს მიყვებოდა ცხოვრების დიდი პერიოდი. 1949-1951 წლებში შოკე-ბრიუა საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონსულტანტი იყო. 1951 წელს, 28 წლის ასაკში გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. ივონა 1951-1952 წლებში იყო პრინსტონის პერსპექტიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პროფესორი; 1953-1958 წლებში მარსელის უნივერსიტეტის პროფესორი; 1958-1959 წლებში რეიმსის უნივერსიტეტის პროფესორი; ხოლო 1960 წლიდან პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი.

სხვადასხვა პერიოდში შოკე-ბრიუა საფრანგეთისა და მსოფლიოს მრავალი სამეცნიერო-კვლევითი კომისიის წევრი და თავმჯდომარე იყო. მათ შორის აღსანიშნავია ფარდობითობის თეორიის საერთაშორისო კომიტეტი, რადგან იგი ამ კომიტეის ჯერ წევრი (1965 წლიდან), ხოლო შემდგომ კომიტეტის პრეზიდენტი იყო (1980-1983).

აგრეთვე ცხოვრების სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვადოთ ივანა შოკე-ბრიუა ლექციებსს წასაკითხად მიწვეულ იყო შემდეგ ქვეყნებში: აფრიკაში, აშშ-ში, იტალიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, შოტლანდიაში.

ივანა შოკე-ბრიუას პირველი სამეცნიერო გამოკვლევები ფრანგი მათემატიკოსის ე. კარტანის ფუნდამენტური თეორემების გამოკვლევებს შეეხო. შემდგომ პერიოდში ივონამ ხელი მოკიდა ალბერტ აინშტაინის განტოლებების ამოხსნის არსებობის პრობლემას. იგი გადაუჭრელი იყო ანალიზური შემთხვევისას. სწორედ ეს საკითხები გადაჭრა შოკე-ბრიუამ და საფუძვლად დაუდო საკუთარ სადოქტორო დისერტაციას. ამ შრომით ავტორმა აღმოაჩინა სინათლის ტალღების მსგავსი გრავიტაციული ტალღების გავრცელება, რაც ფარდობითობის თეორიის თვალსაზრისით არის განსაზღვრული. ივანა შოკე-ბრიუა ამ შრომაზე წერდა:

ამ შრომამ საშუალება მომცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის დროს გავცნობოი ალბერტ აინშტაინს, თუმცა ჩვენი შეხვედრა მეცნიერებისათვის ვერ გამოვიყენე, რადგან იმ დროს აინშტაინი თავის უნიკალურ თეორიაზე მუშაობდა, რაც მე არ მაინტერესებდა დიდი სირთულისა და უპერსპექტივობის გამო.

შოკე-ბრიუა პარალელურად მათემატიკური საკითხების შესწავლითაც ინტერესდებოდა, თუმცა ყველგან და ყოველთბის მისი შრომები ფარდობითობის თეორიასთან მიდიოდა. მისი მათემტიკური ნაშრომებიც რელატივისტური თეორიის უკეთ გაგებას და მისი შედეგების დიზიკურ ახსნას ეძღვნებოდა. ამას მისივე სიტყვები ამტკიცებს

ყველა ჩემი შრომა რელატივისტობის მექანიკიდან იღებს სათავეს.

ივონა შოკე-ბრიუას ჯილდოები შემდეგნაირია: საფრანგეთის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის ცერცხლისა და ბრინჯაოს მედლები (1954; 1958), ანდრე პარვილის პრემია (1963), საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის თავდადებულ მეცნიერთა სახელობის პრემისა (1965), „საპატიო ლეგიონის ორდენი“ (1975). მისი ამ მიღწევებისა და თეორიულ ფიზიკაში განსაკუთრებული მოღვწეობის გამო ივონა შოკე-ბრიუა 1979 წელს არჩეულ იყო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1985 წელს, აშშ-ის ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 156-159, თბ., 1988.
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. Who's Who in FranceParis: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
  3. 3.0 3.1 3.2 La mort d’Yvonne Choquet-Bruhat, pionnière des études sur les ondes gravitationnelles — 2025.
  4. Yvonne Choquet-Bruhat (1923-2025)Institut des Hautes Études Scientifiques.
  5. 5.0 5.1 5.2 Ajouter une pièce au puzzle : visite aux archives du CNRSHypothèses.org.
  6. Yvonne Bruhat Choquetპერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი.
  7. https://books.google.se/books?id=CQeKFG01s-oC&pg=PA339&lpg=PA339&dq=Berthe+Hubert+Yvonne+Choquet-Bruhat&source=bl&ots=yGAFW3CNn4&sig=ACfU3U3K9cmM6D8QME6ab-aFMygGuPanlA&hl=fr&sa=X&ved=2ahUKEwiYm_ORotnnAhWCyaQKHZzgA1cQ6AEwDXoECAoQAQ#v=onepage&q=Berthe%20Hubert%20Yvonne%20Choquet-Bruhat&f=false
  8. choquet-bruhat y. une mathématicienne dans cet étrange univers / Éditions Odile Jacob — 2016. — ISBN 9782738134554
  9. Yvonne Choquet-Bruhat
  10. Dannie Heineman Prize for Mathematical PhysicsAmerican Physical Society.
  11. https://books.google.fr/books?id=3-0BCwAAQBAJ&pg=PT4996&lpg=PT4996&dq=PRIX+HENRI+DE+PARVILLE&source=bl&ots=fi3JndftKo&sig=ACfU3U25hzTfUnfgIjh42g80rAqWQyTR6Q&hl=fr&sa=X&ved=2ahUKEwjvp_z_y4L2AhUPQBoKHeQmACY4KBDoAXoECB0QAw#v=onepage&q=PRIX%20HENRI%20DE%20PARVILLE&f=false
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: