სერჯო ბრიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სერჯო ბრიო
Sergio Brio - Juventus FC 1974-75.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერჯო ბრიო
დაბადების
თარიღი
19 აგვისტო, 1956 (1956-08-19) (65 წლის)
დაბადების
ადგილი
ლეჩე, იტალია
სიმაღლე 190 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
ლეჩე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1974 ლეჩე 1 (0)
1974–1990 იუვენტუსი 378 (24)
1975–1978   პისტოიეზე 96 (5)
სამწვრთნელო კარიერა
1991–1994 იუვენტუსი (თანაშემწე)
1995–1996 კალიარი (თანაშემწე)
2003–2004 მონსი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სერჯო ბრიო (იტალ. Sergio Brio; დ. 19 აგვისტო, 1956, ლეჩე, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, მცველი. იცავდა „ლეჩეს“, „პისტოიეზეს“ და „იუვენტუსის“ ღირსებას. იტალიის ოთხგზის ჩემპიონი და იტალიის თასის სამგზის მფლობელი, თასების მფლობელთა თასისა (1984) და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი (1984), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1985) და ფინალისტი (1983), საკონტინენტთაშორისო თასისა (1985) და უეფა-ს თასის (1990) მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. ფეხბურთის ისტორიაში იგი ერთ-ერთია იმ ექვსი ფეხბურთელიდან, რომელთაც ევროპული კლუბებისთვის არსებული ყველა ოფიციალური საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი აქვთ მოგებული.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერჯო ბრიოს საფეხბურთო კარიერის დასაწყისი მშობლიური ქალაქის, იმავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბ „ლეჩეს“ უკავშირდება.

„ლეჩეს“ შემდეგ იგი „იუვენტუსში“ გადადის, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს და 1975–1978 წლებში იჯარით „პისტოიეზეს“ რიგებში აგრძელებს თამაშს.

1978 წლიდან „იუვენტუსში“ ბრუნდება, სადაც კარიერის დასასრულამდე თამაშობს. სწორედ ამ კლუბის სახელს უკავშირდება მისი გამორჩეული საფეხბურთო კარიერა, რომლის განმავლობაშიც თანაგუნდელებთან ერთად ყველა ეროვნულ და საერთაშორისო საფეხბურთო ტიტულს ისაკუთრებს.

წლების განმავლობაში იგი კლუბის ყველა დროის უდიდესი მცველების — გაეტანო შირეას, კლაუდიო ჯენტილეს და ანტონიო კაბრინის მხარდამხარ იცავდა „იუვენტუსის“ ღირსებას და მის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. თორმეტი სეზონის მანძილზე სერჯო ბრიომ ტურინელთა მაისურით 378 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 24 ბურთი გაიტანა.[1]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა საფეხბურთო მწვრთნელად. 1991–1994 წლებში იყო „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, 1995–1996 წლებში კი „კალიარის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. 2003–2004 წლებში ბელგიური საფეხბურთო კლუბის „მონსის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუვენტუსი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Viaggio tra le Stelle: Sergio Brioდაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 17 დეკემბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 10 სექტემბერი, 2021.