ლეჩე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლეჩე Lecce | |||
![]() პიაცა-დელ-დუომო | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
რეგიონი | აპულია | ||
კოორდინატები | 40°21′00″ ჩ. გ. 18°10′00″ ა. გ. / 40.35000° ჩ. გ. 18.16667° ა. გ. | ||
მმართველი | Paolo Perrone | ||
ფართობი | 398 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 49 მ | ||
მოსახლეობა | 95 764 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 240,6 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0832 | ||
საფოსტო ინდექსი | 73100 | ||
საავტომობილო კოდი | LE | ||
ოფიციალური საიტი | comune.lecce.it/comunelecce/ | ||
ლეჩე (იტალ. Lecce) — ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, აპულიის რეგიონში, ლეჩეს პროვინციის დედაქალაქი. 2011 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 95 764 ადამიანს შეადგენს. იგი სალენტინის ნახევარკუნძულის მთავარი ქალაქია და მისი ასაკი 2 000 წელს მოითვლის.
ქალაქში ბაროკოს სტილის არქიტექტურის სიმდიდრით გამოირჩევა, რის გამოც მას ზედმეტსახელად „სამხრეთის ფლორენციასაც“ უწოდებენ.[1] მას ასევე ხანგრძლივი ტრადიციული მონათესაობა აქვს ბერძნულ კულტურასტან, რაც სათავეს მისი დაარსებიდან იღებს. ქალაქის დამაარსებელი მესაპები, როგორც ბერძნული ჩანაწერები იუწყება, აცხადებდნენ, რომ ისინი კრეტიდან იყვნენ.[2] ნახევარკუნძულის ერთ-ერთ არელალშო, გრესია-სალენტინოში, რომელიც დასახლებების ჯგუფს მოიცავს და ლეჩეს შორიახლოს მდებარეობს, დღემდე ლაპარაკობენ გრიკოზე — ბერძნული ენის ერთ-ერთ ფორმაზე.
ქალაქის მთავარი საექსპორტო საქონელია „ლეჩეს ქვა“, რომელიც საკმაოდ რბილი და ჭედადია, შესაბამისად სკულპტურებისთვის გამოსადეგი. იგი კირქვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.[3] ამავე დროს, ლეჩე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია, ლიდერობს ზეთისხილი და მევენახეობა. გარდა ამისა, განვითარებულია კერამიკის წარმოებაც.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მურსია, ესპანეთი, 2002-დან
სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია, 2005-დან
ოსტრუვ-ველიკოპოლსკი, პოლონეთი, 2006-დან
ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო, 2011-დან
პრაღა, ჩეხეთი, 2011-დან
მელბურნი, ავსტრალია
პალერმო, იტალია
ვალიადოლიდი, ესპანეთი
ვერონა, იტალია
ბარანკილია, კოლუმბია
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Calendar of events in Lecce and Province დაარქივებული 2013-10-25 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
- Photos of Lecce on flickr (იტალიური)
- Lecce, una città da bere? დაარქივებული 2014-02-25 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://www.lifeinitaly.com/tourism/puglia/lecce
- ↑ Herodotus, The Histories,7.170.1,"and made this their dwelling place, accordingly changing from Cretans to Messapians of Iapygia,"
- ↑ Investigation on porosity change of Lecce stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-23. ციტირების თარიღი: 2011-11-04.