სერპიკო (ფილმი)
იერსახე
„სერპიკო“ | |
---|---|
რეჟისორი | სიდნეი ლუმეტი |
პროდიუსერი | დინო დე ლაურენტისი, მარტინ ბრეგმენი |
სცენარის ავტორი | პეტერ მაასი (წიგნი), ვალდო სალტი, ნორმან ვექსელი, სიდნეი კინგსლეი |
როლებში | ალ პაჩინო, ჯონ რენდოლფი, ტონი რობერტსი, ბერნანდ ბაროუ |
კომპოზიტორი | მიკის თეოდორაკისი |
სტუდია | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი | 5 დეკემბერი 1973 |
ხანგრძლივობა | 130 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $1,000,000 |
სერპიკო (ინგლ. Serpico) — 1973 წლის ამერიკული კრიმინალური ფილმი, რომლის შინაარსი დაფუძნებულია ნიუ-იორკის პოლიციელის, ფრენკ სერპიკოს ნამდვილ ისტორიაზე. ფილმში ასახულია პოლიციაში გამეფებული კორუფცია. ფილმში მონაწილეობენ ალ პაჩინო, ჯონ რენდოლფი, ტონი რობერტსი, ბერნანდ ბაროუ და სხვ. ალ პაჩინომ შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დრამაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „სერპიკო“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ფრენკ სერპიკოს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-10-14 საიტზე Wayback Machine.