სერო ხანზადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერო ხანზადიანი
Sero Khanzadyan.JPG
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი (3 დეკემბერი) 1915
დაბ. ადგილი გორისი[1]
გარდ. თარიღი 26 ივნისი 1998(1998-06-26) (82 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი
დასაფლავებულია კომიტასის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და პროზაიკოსი
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Armenia.svg სომხეთი
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, ერევნის საპატიო მოქალაქე, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
შვილ(ებ)ი სერო ხანზადიანი

სერო ნიკოლაი ხანზადიანი (სომხ. Սերո Խանզադյան, დ. 20 ნოემბერი, 1915 — გ. 26 ივნისი, 1998) — სომეხი მწერალი.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერო ხანზადიანი დაიბადა 1915 წელს, გლეხის ოჯახში, ქალაქ გორისში. პატარა სეროს, მშობლები ეუბნებოდნენ: „შენ ისწავლი იმ მიწის მნიშვნელობას, რომელზეც შენ გაიზრდები“. ის ხშირად ამჩნევდა თუ როგორ მოდიოდა ხალხი სამსახურიდან და შემდეგ როგორ უვლიდა თავის მიწას. „მშობლიური მიწა არის უძვირფასესი რამ რაც კი ადამიანს გააჩნია, მის გარეშე ერი არ იარსებებდა“ (სიტყვები მისი ნოველიდან).

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც კი სერო ხანზადიანმა დაამთავრდა პედაგოგიური კოლეჯი, მან მუშაობა დაწყო სკოლის მასწავლებლად. 18 წლის ასაკში ის შეუერთდა წითელ არმიელებს და მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. მისი პერსონალური ბრძოლის გამოცდილება და უნარები იმისა რომ მიეღო საყოველთაო გადაწყვეტილებები დაეხმარა მას იმაში, რომ შეექმნა „ბრძოლის დღიური“ („სამი წელი: 291 დღე“).ეს ნოველა მან 1972 წელს დაწერა და ეს იყო ყველაზე ცნობილი და გამოჩენილი საბჭოთა სამხედრო ფიქციის ლიტერატურული ნაწარმოები, იმ დროისათვის. 1950 წელს მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნოველა, რომელიც მან მიუძღვნა ქალაქ ლენინგრადის დაცვას. „გაუცნობიერებული სიკვდილი არის სიკვდილი, მაგრამ გაცნობიერებული სიკვდილი არის მარადისობა!“ ეს ძველი სომხური გამონათქვამი, არის ძირითადი აზრი ხანზადიანის ნაშრომებში. სერო ხანზადიანი ხშირად იხსენებდა იმ ძლიერ კავშირს რუსეთსა და სომხეთს შორის, რომელიც კიდევ უფრო ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მოგვიანებით მან გამოიყენა ეს თემა თვის ნაშრომში „მხითარ სპარაპეტი“. სერო ხანზადიანი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში საუბრობს მხითარ სპარაპეტისა და დავიდ ბეკის მიერ სომხეთის ერის დიდებულ დაცვაზე, XVIII საუკუნეში. მისი ნაშრომის, „მხითარ სპარაპეტი“-ის ერთ-ერთი მთავარი აზრი სომხეთის და რუსეთის მოსახელობებს შორის ძლიერი მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. გარდა ომისა, როგორც სერო ხანზადიანი აღნიშნავდა, იგი წერდა სომხეთის ისტორიაზე და სომხური გენოციდის შესახებ რომელიც 1915 წელს მოხდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერალი გარდაიცვალა 1998 წელს. ის დაკრძალულია კომიტასის პანთეონში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ერევნის ცენტრში.[2]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერო ხანზადიანმა დატოვა შესანიშნავი მემკვიდრეობა ლიტერატურაში. თავის ნაშრომებში იგი იცავს ადამიანობის იდეალს და მშობლიური მიწის სიყვარულს. მისი იდეები სიკეთეზე და მშვიდობაზე არის სრულყოფილად რეალიზებული და შესაბამისად მარადიულიც. სერო ხანზადიანის სიცოცხლის ბოლო წლებში, მან თავის ინტერვიუში, მკაცრად გააკრიტიკა ბოლშევიკები, თავიანთი უარყოფითი ნაბიჯებისთვის, რომელიც მიმართული იყო სომხეთის რეგიონების (მთიანი ყარაბაღის და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის) ანექსიის მიმართ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]