შინაარსზე გადასვლა

სერგო ერქომაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგო კირილეს ძე ერქომაიშვილი (დ. 29 მარტი, 1908, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 ოქტომბერი, 1982, თბილისი) — ქართველი ზოოტექნიკოსი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი (1954), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1959).

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (1929). სხვადასხვა დაწესებულებაში ეწეოდა სამეცნ. საქმიანობას. 1937–1982 წლებში მუშაობდა საქართველოს ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების კათედრის გამგედ. მისი გამოკვლევები ეხება სარეწაო ცხოველების კვების მეთოდების შემუშავებას, აზოტნაერთებით საკვების გამდიდრების ტექნოლოგიას, პროტეინიან-ვიტამინიანი საკვების შენახვისა და ბაზის გაფართოება-გაუმჯობესების საკითხებს.

  • სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების ნორმირება, თბ., 1947 [ყდაზე: 1948];
  • სილოსი და საკვების დასილოსება, თბ., 1949.