სერგი ცხაკაია
| სერგი ცხაკაია | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 22 მარტი (3 აპრილი), 1880 ან 4 აპრილი, 1880[1] |
| დაბ. ადგილი | კოკი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1966[1] (86 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | გეოგრაფი[1] და ინჟინერი[1] |
| მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
სერგი გიორგის ძე ცხაკაია (დ. ძველი სტილით [22 მარტი], ახალი სტილით [4 აპრილი], 1880, სოფელი კოკი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 ნოემბერი 1966, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), დოცენტი (1950). თანამედროვე ქართული კარტოგრაფიის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერგი ცხაკაიამ 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-ტოპოგრაფიული სასწავლებელი. ცხაკაია თანამედროვე ქართული კარტოგრაფიის ფუძემდებელია. 1936 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე, 1945-1949 წლებში ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი ნაშრომები მიეძღვნა გეოდეზიის, ტოპოგრაფიისა და კარტოგრაფიის საკითხებს.
1930-იან წლებში შექმნა კარტოგრაფიული სახელმძღვანელო საქართველოს უმაღლესი სკოლებისათვის. 1940-იან წლებში სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას.
ავტორია მრავალი ნაშრომისა: „გეოდეზიის სახელმძღვანელო“, „კარტოგრაფია“ და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 247.
- 1 2 3 4 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.