სემელე
სემელე (ძვ. ბერძნ. Σεμέλη) — ბერძნულ მითოლოგიაში თებეს მეფის, კადმოსისა და ჰარმონიას ასული; ინოს და, ზევსის სატრფო და დიონისეს დედა. ვარაუდობენ, რომ სემელე მიწის უძველესი ფრიგიული ქალღმერთი იყო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე ცნობილი მითი სემელეზე, დიონისეს დაბადების ამბავს გვამცნობს: ზევსს შეუყვარდა მშვენიერი სელმე და მოკვდავის სახით იწყო მასთან გამოცხადება. მუცლადღებული მეფის ასული ეჭვიანმა ჰერამ იმსხვერპლა. იგი მეხისტეხაში დაიღუპა. მაგრამ გადარჩა მისი შვილი დიონისე და როდესაც წამოიზარდა, მიწისქვეშა სამეფოდან ამოიყვანა ძვირფასი დედა, მას თიონე უწოდა და ოლიმპოსზე დაავანა უკვდავთა შორის.
სემელეს კულტს დიდხანს სცემდნენ თაყვანს თებეში. ხოლო მითოსი სემელეზე და დიონისეს დაბადებაზე მრავალ ქმნილებაში აისახა (ევრიპიდეს „ბაქკი ქალები“; ნონოსის პოემა „დიონისიაკა“ და სხვა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე, მითოლოგიური ენციკლოპედია ტომი II, გამომცემლობა „ბაკმი“, 2012 წ., ISBN 978-9941-426261.