სეიშელის პალმა
იერსახე
სეიშელის პალმა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Lodoicea maldivica | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | ||||||||||||||
|
სეიშელის პალმა (Lodoicea maldivica) — პალმების ოჯახის ლოდოიცეას გვარის ერთადერთი სახეობა. მისი ღეროს სიმაღლე 30მ აღწევს, დიამეტრი 30 სმ. ღეროს წვერზე განლაგებულია 30-მდე დიდი მარაოსებრი ფოთლები. ფოთლის ყუნწის სიგრძეა 2,5—6 მ, ფოთლის ფირფიტისა — 3-5 მ.
ორსახლიანი მცენარეა, ყვავილობს 20—40 წლისა. წენგოსფერმწვანე ნაყოფის მასაა 9—16 კგ (ზოგჯერ 25 კგ). მის სქელ ხორცოვან გარსში მოთავსებულია კურკა, რომელიც მცენარეთა შორის ყველაზე უფრო დიდ თესლს შეიცავს.
სეიშელის პალმა ბუნებრივად მხოლოდ სეიშელის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანეში) იზრდება. ადგილობრივი მოსახლეობა მკვახე ნაყოფს იყენებს საჭმელად, ფოთლებს — სახურავ მასალად. თესლის მკვრივი გარსისაგან აკეთებენ ჭურჭელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 273.