საქორწილო
იერსახე
საქორწილო — ქორწილის ხარჯი თუ „წილი, გინა ხარკი“ (საბა), ბატონის ქორწილის დროს გლეხთაგან აკრეფილი სავალდებულო შესაწევარი ძველ საქართველოში. საქორწილოს გლეხის შეძლებისდაგვარად კრეფდნენ. მისი განსაზღვრული ნაწილი მოხელეებს (მაგ., ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, აბაზი მამასახლისსა და მარჩილი — 3 აბაზი — მოურავს) ეძლეოდათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 197.